კლერმონ ფერანის ავტოდრომმა „შარადმა“ ფორმულა 1-ის
რბოლებს ოთხჯერ (1965, 1969, 1970 და 1972 წლებში) უმასპინძლა, მაგრამ რიგი
მიზეზების გამო, მისი გრძელი ვარიანტი (8 კილომეტრი) ბოლოს 1988 წელს გამოიყენეს.
მოკლე ვარიანტზე რბოლები ახლაც ტარდება, თუმცა იმის გამო, რომ სავალ ნაწილზე, ვულკანური
მთის ნაშალი ქვები ცვივა და ტრასას თითქმის არ აქვს უსაფრთხოების ზონები, ეს ტრასა
მეტწილად მივიწყებულია.
„იაგუარმა“ სწორედ ეს ტრასა აირჩია იმისათვის, რომ
თავის სედან XE-ს შესაძლებლობები კიდევ ერთხელ გამოეცადა. ახლახანს, ამ სედანის სატრეკო
ვერსიამ (SV პროჯექტ 8), ნურბურგრინგის ჩრდილოეთის მარყუჟზე რეკორდული დროით გაინავარდა.
„შარადის“ გზაზე „იაგუარ XE 300 სპორტი“ კვლავ ნურბურგრინგის რეკორდის ავტორმა, ვინსენტ
რადერმეკერმა გამოიყვანა, რომელმაც წრე 4 წუთსა და 09 წამში გაიარა. მისმა საშუალო
სიჩქარემ კი 116 კმ/სთ-ს მიაღწია.
„იაგუარ
XE 300 სპორტი“ აღჭურვილია სერია ინჯენიუმის ბენზინის 2.0-ლიტრიანი ძრავით,
რომელიც 300 ცხენის ძალას და 400 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მისი დახმრებით,
ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 5.7 წამში შეუძლია. ავტომობილი
ალუმინს მსუბუქ სტრუქტურაზეა აგებული და აქვს მრავალბერკეტიანი უკანა საკიდარი. „იაგუარ
ლენდ როვერის“ მთავარ ინჟინერ მაიკ ქროსის თქმით, ეს ყველაფერი, სედანს თავის
კლასში ყველაზე კარგი მანევრულობით და საუკეთესო მართვადობით გამოარჩევს.
No comments:
Post a Comment