როგორც გამოცემა „ავტოქარი“ წერს, ახალი „დიფენდერის“
პრემიერა წლეულს უნდა გამრთულიყო, რადგან მას კომპანიის დაარსებიდან 70 წლის
იუბილეს დაამთხვევდნენ. მაგრამ ასე არ მოხდა და ამის მიზეზი ისაა, რომ წელს
აუცილებლად უნდა გამოვიდეს ახალი „რეინჯ როვერ ევოუკი“, რომელიც ბრიტანული
კომპანიის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი. ორი სიახლის ერთდროულად გამოშვება კი მარკეტინგლად
გაუმართლებელია.
ახალი „დიფენდერი“ კომპანიის სრულიად ახალ, ალუმინის
MLA არქიტექტურაზე დაემყნობა. ის თანდათან შეცვლის იმ პლატფორმებს, რომლებსაც „ლენდ
როვერი“ ამჟამად იყენებს. ახალი პლატფორმა მონოკოკური იქნება. არადა, „დიფენდერი“ ყოველთვის
ჩარჩო შასიზე მზადდებოდა. ამის მიუხედავად, ავტომობილი კვლავ გამორჩეული ოფროუდერი
იქნება.
ძრავების გამაში შევა საშუალო-ჰიბრიდული და პლაგ-ინ
ჰიბრიდული ძალური დანადგარები, რომლების შემადგენლობაშიც, სერია ინჯენიუმის ოთხცილინდრიანი
ძრავი შევა. ტოპ ვერსია კი ახალი, ერთრიგა ექვსცილინდრიანი ძრავით აღიჭურვება, რომელსაც
რამდენიმე მოდიფიკაცია ექნება.
საკუთრივ „დიფენდერის“ ოჯახში გაერთიანდება მოკლებაზიანი
სამკარიანი ვერსია, რომელსაც ექნება როგორც რბილი, ასევე მყარი, მოსახსნელი
სახურავი, ასევე გრძელბაზიანი ხუთკარიანი მოდელი, რომელიც პრემიუმ უგზოობის მოდელებს
გაუწევს კონკურენციას. ასევე იგეგმება პიკაპის გამოშვება, რომელიც გრძელბაზიანი მოდელის
ბაზაზე დამზადდება.
დაუდასტურებელი
ინფორმაციით, ახალი „დიფენდერის“ პრემიერა მომავალი წლის პირველ კვარტალში გაიმართება.
გაყიდვები კი 2020 წელს დაიწყება.
No comments:
Post a Comment