Tuesday, September 11, 2018

„იაგუარ ლენდ როვერის“ ავტონომიურ კაპსულას თვალები აქვს

„იაგუარ ლენდ როვერმა“ დაამზადა ავტონომიური ავტომობილი-კაპსულა, რომელსაც თვალები აქვს. პროექტი ბრიტანულ პროგრამა „ავტოდრაივის“ ფარგლებში შეიმუშავეს, რომლის მიზანიც, ავტომობილსა და ფეხით მოისიარულეებს შორის უსაფრთხო ურთიერთობის შესაძლებლობათა შესწავლაა. კაპსულის თვალების დანიშნულება, ავტომობილსა და ფეხმავალს შორის მხედველობითი კონტაქტის იმიტირება და შემდგომში მისი შესაძლო გამოყენებაა.

კერძოდ, პროექტის ავტორების ჩანაფიქრით, ავტომობილი თვალებით შეძლებს ფეხმავალს ანიშნოს, რომ ის დაინახა და გზას უთმობს. ტესტების დროს, ფსიქოლოგთა გუნდი აწარმოებს დაკვირვებას იმაზე, თუ რამდენად ყალიბდება ორ სუბიექტს შორის ნდობა და ამ ნდობის ხარისხს განსაზღვრავენ. მათი მიზანი ისაა, რომ დაადგინონ, მხედველობითი კონტაქტის გამოყენებით, შესაძლებელი არის თუ არა ავტომობილის გაჩერება და მის მიერ ფეხმავლისთვის გზის დათმობა.
ტესტები ქოვენთრიში, სპეციალურად აგებულ პოლიგონზე ტარდება, რომელიც ქუჩის მოდელს წარმოადგენს, საგზაო ნიშნებით და გზის საფარის ნახაზებით. ავტონომიური კაპსულა იქ თავს ისე გრძნობს, როგორც ქალაქის ქუჩაში, ოღონდ ჯერჯერობით, მას აკომპანიმენტს ფეხით მოსიარულეები უწევენ.
„იაგუარ ლენდ როვერის“ მიერ ორგანიზებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ფეხით მოსიარულეების და ველოსიპედისტების 63 პროცენტი თავს ნაკლებად უსაფრთხოდ იგრძნობს, თუ მათ ეცოდინებათ, რომ ქუჩაში ავტონომიური მანქანები გადაადგილდება...

No comments:

Post a Comment