Saturday, June 30, 2018

„იაგუარ ვექტორი“ უსწრაფესი ელექტრული ნავია მსოფლიოში

„იაგუარი“ დიდ ფსონს ჩამოვიდა თავის პირველ ელექტრომობილ „I-პეისზე“, საკუთარი გუნდით მონაწილეობს ფორმულა E-ს სარბოლო ჩემპიონატში და იმავე „I-პეისის“ ბაზაზე, საკუთარი სარბოლო მონო სერია ჩამოაყალიბა. ბრიტანული კომპანია ელექტრიფიკაციის გაზაზე შემდგარი და მალე ელექტრულ სუპერ ავტომობილსაც შემოგვთავაზებს. პარალელურად კი, საკუთარი ელექტრული ძალური დანადგარი სარბოლო კატერზეც გამოსცადა.

Thursday, June 28, 2018

„იაგუარ ლენდ როვერი“ ელექტრიფიკაციას $18 მილიარდს მოახმარს


„იაგუარ ლენდ როვერი“ მომავალ სამ წელიწადში, წინა სამწლიან პერიოდთან შედარებით, ინვესტიციებს დაახლოებით მეოთხედით გაზრდის, რათა მყიდველს თავისი ყველა მოდელის ელექტრული ვერსიები შესთავაზოს.

Monday, June 25, 2018

„იაგუარ E-პეისი“ ახალი ძრავით, საკიდარით და ხელოვნური ინტელექტით


„იაგუარის“ იატორიაში მეორე უგზოობის მოდელი „E-პეისი“ ჯერ მხოლოდ ერთი წელია, რაც  ბაზარზეა, მაგრამ უკვე იქცა კომპანიის ყველაზე გაყიდვად ავტომობილად. თუმცა ბრიტანულ კომპანიას ეს არ აკმაყოფილებს მყიდველის მოსაზიდად, ამ ავტომობილს ახალი ტექნოლოგიებით ხუნძლავს, რომელთა მეშვეობითაც, ის უფრო ძლიერი, ეფექტური, კომფორტული და საზრიანი გახდება.

Friday, June 22, 2018

„იაგუარი“ ელექტრული ჰიპერქარის გამოშვებას აპირებს


„იაგუარი“ მდიდრული და სპორტული ავტომობილების წარმოებით არის ცნობილი. იშვიათად მყიდველს სუპერ ავტომობილებსაც სთავაზობდა. ახლახანს ელექტრომობილების წარმოება დაიწყო და სარბოლო ელექტრომობილების სერიებშიც არის ჩართული. იქ მიღებული გამოცდილება კი შესაძლოა მალე თვისობრივად ახალ სფეროში შესაბიჯებლად გამოიყენოს. ეს სფერო ელექტრული ჰიპერ ავტომობილების წარმოებაა.

Tuesday, June 19, 2018

ახალი ძრავი „ლენდ როვერ დისქავერისთვის“

„ლენდ როვერმა“ თავის პრემიუმ კლასის შვიდადგილიან უგზოობის მოდელ „დისქავერის“ ძრავების გამა ახალი აგრეგატით შეავსო. ესაა ორ ტურბო კომპრესორიანი დიზელის ძრავი, რომელიც 306 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. გარდა ამისა, ავტომობილი ახალი დამხმარე სისტემებითაც აღიჭურვა, გაუმჯობესდა მისი კომფორტი.

Friday, June 8, 2018

უიმბლდონის ორგზის ჩემპიონი „იაგუარ I-პეისს“ ყიდულობს


უიმბლდონის ორგზის ჩემპიონმა, ჩოგბურთის ბრიტანელმა ვარსკვლავმა ენდი მარიმ პირობა შეასრულა და „იაგუარის“ პირველი ელექტრომობილის, „I-პეისის“ ერთ-ერთი პირველი მფლობელი, გარემოს დაცვის დღეს გახდა.

Sunday, June 3, 2018

„ლენდ როვერი“ უგზოობის ავტონომიურ ტექნოლოგიებზე მუშაობს


„ლენდ როვერი“ ისეთ ავტონომიურ ტექნოლოგიაზე მუშაობს, რომლითაც ავტომობილი ყველა ტიპის გზებზე უსაფრთხოდ და დამოუკიდებლად გადაადგილებას, ნებისმიერ ამინდში შეძლებს. პროექტის დასახელებაა „კორტექსი“ (CORTEX). მის ფარგლებში მუშავდება სენსორების ხუთგანზომილებიანი (5D) მატრიცული სისტემა, რომელიც ავტომობილის მეოთხე და მეხუთე დონის ავტონომიურობას უზრუნველყოფს.