„იაგუარი“ დიდ ფსონს ჩამოვიდა თავის პირველ
ელექტრომობილ „I-პეისზე“, საკუთარი გუნდით მონაწილეობს ფორმულა E-ს სარბოლო ჩემპიონატში
და იმავე „I-პეისის“ ბაზაზე, საკუთარი სარბოლო მონო სერია ჩამოაყალიბა. ბრიტანული
კომპანია ელექტრიფიკაციის გაზაზე შემდგარი და მალე ელექტრულ სუპერ ავტომობილსაც
შემოგვთავაზებს. პარალელურად კი, საკუთარი ელექტრული ძალური დანადგარი სარბოლო
კატერზეც გამოსცადა.
და ეს გამოცდა, მსოფლიო რეკორდით დაგვირგვინდა!
სარბოლო კატერი, სახელად V20E, „იაგუარის“ მიერ არის შექმნილი და განკუთვნილია
გუნდ „იაგუარ ვექტორ რეისინგისთვის“. პროექტში ასევე მონაწილეობდა ფორმულა 1-ის
გუნდ „უილიამსის“ შტო „უილიამს ედვანსედ ენჯინირინგ“.
სარბოლო ელექტრონავის გამოცდა ერთი კილომეტრის
სიგრძის კონისტონის ტბაზე შედგა, რომელზეც ორივე მიმართულებით, 142 კმ/სთ საშუალო სიჩქარე
განავითარა. წინა რეკორდი - 123 კმ/სთ, ათი წლის წინათ დამყარდა. ამგვარად, „იაგუარ
ვექტორ V20E“ მსოფლიოში უსწრაფესი ელექტრო კატერის წოდებას დაეუფლა.
„12-თვიანი შრომის შემდეგ, ეს შესანიშნავი შედეგია
არამხოლოდ გუნდისთვის, მისი პარტნიორებისთვისაც. და ეს არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი,
რომელიც გემთმშენებლობის ელექტრიფიკაციის მიმართულებით გადაიდგა. ჩვენი გუნდისთვის
დიდი პატივია, ლეგენდარული დონალდ კემპბელის გზით წასვლა და ისტორიულ კონისტონის
ტბაზე მსოფლიო რეკორდის დამყარება“, - ამბობს „იაგუარ ვექტორ რეისინგის“ შეფი მალკოლმ
კრეისი.
მომავალი
სეზონისთვის მზადების პროცესში, გუნდი უფრო მეტი რეკორდის (მსოფლიოსა და ეროვნული)
დამყარებას გეგმავს.
No comments:
Post a Comment