„ლენდ როვერი“ ისეთ ავტონომიურ ტექნოლოგიაზე
მუშაობს, რომლითაც ავტომობილი ყველა ტიპის გზებზე უსაფრთხოდ და დამოუკიდებლად
გადაადგილებას, ნებისმიერ ამინდში შეძლებს. პროექტის დასახელებაა „კორტექსი“ (CORTEX).
მის ფარგლებში მუშავდება სენსორების ხუთგანზომილებიანი (5D) მატრიცული სისტემა,
რომელიც ავტომობილის მეოთხე და მეხუთე დონის ავტონომიურობას უზრუნველყოფს.
მატრიცული სისტემა (LiDAR) აკუსტიკურ, ვიდეო,
რადარულ, სინათლის და დისტანციის სენსორებს აერთიანებს და რეალურ დროში, მუდმივად
გადაამუშავებს. მთელი ამ სისტემის ანალიზის შედეგად, კომპიუტერი აყალიბებს იმ სრულყოფილ
სურათს (ხუთგანზომილებიანს), რომელიც ავტომობილის ირგვლივ არსებობს. მიღებული და
გადამუშავებული ინფორმაციის შესაბამისად, ხდება არჩეული მარშრუტის ოპტიმიზაცია.
ახალი ტექნლოგს შემუშავებასა და სრულყოფაზე, „ლენდ
როვერის“ სპეციალისტებთან ერთად, ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერებიც მუშაობენ.
ისინი ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს, ბრიტანულ პოლიგონზე საგზაო ტესტების
პროცესში იკვლევენ და პარალელურად, სენსორების და სისტემების მუშაობის
ოპტიმიზაციით არიან დაკავებული.
No comments:
Post a Comment