Monday, June 25, 2018

„იაგუარ E-პეისი“ ახალი ძრავით, საკიდარით და ხელოვნური ინტელექტით


„იაგუარის“ იატორიაში მეორე უგზოობის მოდელი „E-პეისი“ ჯერ მხოლოდ ერთი წელია, რაც  ბაზარზეა, მაგრამ უკვე იქცა კომპანიის ყველაზე გაყიდვად ავტომობილად. თუმცა ბრიტანულ კომპანიას ეს არ აკმაყოფილებს მყიდველის მოსაზიდად, ამ ავტომობილს ახალი ტექნოლოგიებით ხუნძლავს, რომელთა მეშვეობითაც, ის უფრო ძლიერი, ეფექტური, კომფორტული და საზრიანი გახდება.

სიახლეებს შორისაა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია, რომელიც ავტომობილს „სწავლის“ უნარს სძენს და მრთვის შეცვლილ სტილთან შეგუების საუალებას აძლევს, ახალი ეფექტური ძრავი და გაუმჯობესებული საკიდარი „ადაპტივ დაინემიკსი“.

ხელოვნური ინტელექტი
ხელოვნური ინტელექტის სისტემის სახელია „სმარტ სეტინგსი“. კომპანიამ პირველად ის ელექტრომობილ „I-პეისზე“ გამოიყენა. მისი თავისებურება ისაა, რომ ის მძღოლის თვისებებს და ხასიათს სწავლობს და ავტომობილს ამის შესაბამისად „განაწყობს“.
„E-პეისი“ სცნობს მოახლოებულ მძღოლს, რაშიც მას დისტანციური გასაღები და სმარტფონი ეხმარება. ამ დროს, ავტომობილი თავად ამზადებს სავარძელს, მომართავს კლიმატ კონტროლს და ინფოტაინმენტ სისტემას.
დროთა განმავლობაში, სისტემა ცვლის ალგორითმს, რაც დროის, ავტომობილის ადგილმდებარეობის, ამინდის და მძღოლის ქცევათა ცვლის შესაბამისად ხდება. მაგალითად, ცივ ამინდში სავარძელს და საჭის რგოლს ათბობს. გარკვეულ დამახსოვრებულ დღეებში ან დღის გარკვეულ მონაკვეთში, შესაბამის მუსიკას და გასართობ პროგრამას რთავს.
სულ რვა ძირითადი პროფილია, რომლებიც სხვადასხვა სტილის, გემოვნების და თვისებების მქონე მძღოლებს აერთიანებს. სისტემას ბევრი სხვა თვისებაც გააჩნია, რომლებიც ავტომობილის ექსპლუატაციას უფრო მოსახერხებელს გახდის.

ადაპტივ დაინემიკსი
ეს სისემა პირველ რიგში, კომფორტს აუმჯობესებს. ის აუმჯობესებს საჭის მექანიზმის რეაგირების ხარისხს, ავტომობილის მდგრადობას და სვლას. სისტემაში გამოყენებულია რხევების მუდმივად ცვალებადი ჩამქრობის ტექნოლოგია, რომელსაც სამცილინდრიანი აგებულება და ჰიდრავლიკური გარე სარქველები აქვს. ის თავისით ცვლის ბალანსს მართვის რეაგირებას და ავტომობილის მდგრადობას შორის. სისტემა შეცვლილი საგზაო პირობებისადმი სწრაფ მორგებას უზრუნველყოფს.
„ადაპტივ დაინემიკსი“ ავტომობილის მოძრაობას ყოველ 2 მილიწამში აკონტროლებს. მიღებული ინფორმაციის გადამუშავების შემდეგ კი 10 მილიწამში. ოპტიმალურ რეაგირებას უზრუნველყოფს. ეს კი მძღოლს ავტომობილის კონტროლს უადვილებს და მართვის კომფორტს და უსაფრთხოებასაც აუმჯობესებს.
ადაპტირებად ამორტიზატორებს ორი რეჟიმი აქვს - ნორმალი და დაინემიკი. პირველი კომფორტის გაუმჯობესებაზეა ფოკუსირებული, მეორე კი ავტომობილის უკეთესი მართვის უზრუნველსაყოფად არის კალიბრირებული.

ეკონომიური ძრავი
ლაპარაკია სერია ინჯენიუმის ოთხცილინდრიან 2.0-ლიტრიან ტურბო ძრავზე, რომელიც 200 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და საწვავს ეკონმიურად მოიხმარს. მას „I-პეისის“ მყიდველს პირველად შესთავაზებენ.
მისი მეშვეობით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 8.2 წამში შეუძლია, 100 კილომეტრის გასავლელად 8.2 ლიტრ ბენზინს მოიხმრს, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში 186 გრამ ნხშირორჟანგს გამოჰყოფს.
ამ ახალი აგრეგატის კონსტრუქციაში ყველა ის სიახლეა გამოყენებული, რომლებიც სერია ინჯენიუმის სხვა ძრავებზე უკვე დაინერგა. მათ შორისაა ორხვეულიანი ტურბო დამჭირხნი, მუდმივად ცვალებადი ფაზების მქონე სარქველები, და ცვალებადი პროფილის მქონე მუშტები, რომლებიც სარქველების გახსნის ცვალებად სიღრმეს, ძრავის მუშაობის რეჟიმის შესაბამისად უზრუნველყოფს. ეს ყველაფერი კი სიმძლავრის ზრდასა და საწვავის ეკონომიურ მოხმარებაში აისახა.

No comments:

Post a Comment