Friday, June 8, 2018

უიმბლდონის ორგზის ჩემპიონი „იაგუარ I-პეისს“ ყიდულობს


უიმბლდონის ორგზის ჩემპიონმა, ჩოგბურთის ბრიტანელმა ვარსკვლავმა ენდი მარიმ პირობა შეასრულა და „იაგუარის“ პირველი ელექტრომობილის, „I-პეისის“ ერთ-ერთი პირველი მფლობელი, გარემოს დაცვის დღეს გახდა.

მარიმ ამ ელექტრომობილის ყიდვის პირობა მარტში დადო. თავისი შენაძენის გაცნობაში მას ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, გარემოს დაცვის ფონდის კეთილი ნების ელჩი და „პანასონიკ იაგუარ რეისინგის“ ბრაზილიელი პილოტი, ნელსონ პიკე უმცროსი დაეხმარა. მათი შეხვედრა მარის სავარჯიშო ბანაკში შედგა, სადაც ჩოგბურთელი ბალახის კორტების სეზონისთვის ემზადება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ, თითო ნაბიჯი გადავდგათ იმისთვის, რომ მდგრადსა და სუფთა გარემოში ვიცხოვროთ. და ვიფიქროთ, რისი გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ ჩვენს პლანეტას გავუფრთხილდთ. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ ვამჯობინე „იაგუარის“ სრულად ელექტრული „I-პეისის“ შეძენა. ის სუფთა და უხიფათოა, ასევე აქვს მსოფლიო დონის დიზაინი და სპორტული მახასიათებლები, რითაც ცხოვრების ჩემს სტილს შეესაბამება“, - განაცხადა ენდი მარიმ.
„მე ვფიქრობ, შესანიშნავია, რომ ენდიმ ელექტრულ ავტომობილზე გადაჯდომა გადაწყვიტა. მან თავისი გადაწყვეტილება ხმამაღლა გამოაცხადა, რითაც მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ ბევრს უბიძგა, ვისაც სტაბილურ და სუფთა გარემოში ცხოვრება სურს. იაგუარ I-პეისი არის იმის დასტური, რომ როდსაც ელექტრომობილზე გადაჯდომას გადაწყვეტთ, თქვემ ამით არც სიმძლავრეზე ამბობთ უარდს და არც სისწრაფეზე“, - ამბობს ნელსინიუ პიკე.
„იაგუარ I-პეისი“ თავისი ელემენტების ბლოკითაც გამოირჩევა - სწრაფად დასამუხტი სისტემით, მისი ელემენტების ბლოკი 80 პროცენტით 45 წუთში ივსება. ერთი სრული დამუხტვის შემთხვევაში კი ავტომობილს დაახლოებით 450 კილომეტრის გავლა შეუძლია.
გარდა ამისა, ავტომობილი აღჭურვილია შემდეგი თაობის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიით, რაც ავტონომიური მართვისთვის არის საჭირო. მის სალონში არის ხუთი ადგილი და ავტომობილი უგზოობის მოდელისთვის დამახასიათებელი პრაქტიკულობითაც გამოირჩევა. ამ ყველაფრით, „I-პეისი“ ელექტრომობილების რევოლუციის მოწინავე რიგებში იკავებს ადგილს.
„იაგუარ I-პეისი“ ბრიტანულ ბაზარზე უკვე იყიდება და იქ 63 495 გირვანქა სტერლინგი ღირს.

No comments:

Post a Comment