ახალი ძრავი არის 3.0-ლიტრიან V6 (სერია SDV6),
რომელიც 306 ცხენის გარდა, 700 ნიუტონმეტრსაც გამოიმუშავებს. მისი დახმარებით,
„დისქავერის“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის მიღწევა 7.5 წამში შეუძლია, მისი
გამწევუნარიანობა კი 3.5 ათას კილოგრამს აღწევს.
ახალი აგრეგატი რიგირ კონსტრუქციული სიახლეებით
გამოირჩევა. მათ შორისაა მოდიფიცირებული შემშვები სისტემა, ორმაგი შუალედური
გამაგრილებელი და რვა საქშენიანის მქონე მფრქვევანა, რომელიც წვის კამერაში
საწვავი ნარევის ეფექტურად და სრულად წვას უწყობს ხელს. შესაბამისად, გაიზარდა
ძრავის წარმადობა და ეფექტურობა.
„დისქავერის“ ყველა ვერსიაზე, ძრავები ამიერიდან
მყარნაწილაკოვანი ფილტრებით აღიჭურვება, რომელიც გამონაბოლქვს კიდევ უფრო
ასუფთავებს. აჩქარებისას, ეს ფილტრი იჭერს ჭვარტლს და მის CO2-მდე დაჟანგვას
უზრუნველყოფს. გაზიდან ფეხის აღებისას კი ფილტრი მაშინვე აღდგენას იწყებს.
„დისქავერი“ აღიჭურვა უსაფრთხოების სისტემით „ქლეარ
ექსით დეტექშენ“, რომელიც კარის გაღებისას გაგაფრთხილებთ, თუ თქვენს ავტომობილს უკნიდან
სხვა ავტომობილი, ან ველოსიპედისტი უახლოვდება. თუ ხიფათი დაფიქსირდა, ამის
შესახებ გამაფრთხილებელი ნათურა გამცნობთ, რომელიც კარზეა მოთავსებული.
განახლებული ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი ამიერიდან
სისტემა სტოპ ენდ გოუსაც მოიცავს. ის ინარჩუნებს არჩეულ სიჩქარეს, თუ მოძრაობა
უხიფათოა. მაგრამ თუ წინ მიმავალ ავტომობილს ზედმეტად მიუახლოვდებით, სისტემა
სიჩქარეს შეამცირებს. მძიმე საცობების დროს, სისტემას ავტომობილის გაჩერებაც კი
შეუძლია. და თუ მოძრაობა სამ წამში განახლდება, ავტომობილს თავადვე დაძრავს
ადგილიდან და წინ მიმავალ ავტომობილს უხიფათო მანძილზე გაჰყვება.
ამიერიდან,
მყიდველს დამხმარე და უსაფრთხოების სისტემებს, სამ პაკეტად შესთავაზებენ. ესენია:
პარკ პაკ, დრაივ პაკ და დრაივერ ესისტ პაკ.
No comments:
Post a Comment