გამოცემა „ვოთ ქარ?-ის“ მიერ ორგანიზებულმა
კონკურსმა, რომელშიც მკითხველები მონაწილეობდნენ, ავტომობილად, რომელსაც 2018 წელს
ყველაზე მეტად ელიან, „იაგუარის“ სრულად ელექტრული უგზოობის მოდელი „I-პეისი“
დაასახელა. ამ ავტომობილის პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე, მარტში გაიმართება.
Sunday, January 28, 2018
ორკარიანი „რეინჯ როვერ SV კუპე“ პრემიერისთვის ემზადება
„ლენდ როვერმა“ ინტერნეტით თავისი ახალი ავტომობილის,
ორკარიანი „რეინჯ როვერ SV კუპეს“ ფოტო ტიზერი გაავრცელა. ბრიტანული კომპანია
ავტომობილს, რომლის პრემიერაც ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება, „მსოფლიოში პირველ უგზოობის
სრულგაბარიტიან კუპეს“ უწოდებს. მას „იაგუარ ლენდ როვერის“ შტო „სპეშლ ვიიქლ
ოპერეიშენზი“ დაამზადებს.
Tuesday, January 23, 2018
„ლენდ როვერის“ ორი ავტომობილი მსოფლიოს წლის ავტომობილის ფინალში
კონკურს „მსოფლიოს წლის ავტომობილის“ ჟიურიმ,
რომელშიც საავტომობილო თემაზე მწერალი 82 ჟურნალისტი შედის, წლევანდელი კონკურსის ფინალისტების
სია გამოაქვეყნა. მასში სულ ექვსი ქროსოვერი და ოთხი სედანი შევიდა. ქროსოვერებს
შორის ორი „ლენდ როვერს“ ეკუთვნის. ესენია „ლენდ როვერ დისქავერი“ და „რეინჯ როვერ
ველარი“.
Saturday, January 20, 2018
კლასიკური „დიფენდერი“ საიუბილეო ვერსიის სახით დაბრუნდა
„ლენდ როვერს“ კლასიკური „დიფენდერის“ წარმოება ორი
წლის შეწყვეტილი აქვს და არც კონვეიერზე მის დაბრუნებას გეგმავს. თუმცა, სანამ
ახალი „დიფენდერის“ წარმოებას დაიწყებს, თავისი ერთგული მომხმარებლისთვის ძველის
ახალი ვერსია შეიმუშავა, რომელიც კომპანიის დაარსებიდან 70 წლის იუბილეს მიუძღვნა.
Sunday, January 14, 2018
„იაგუარმა“ სარბოლო „F-ტაიპი“ დაჭრილ სამხედროებს მიუძღვნა
„იაგუარ ლენდ როვერის“ სპეციალური ავტომობილების
შტომ, კუპე „F-ტაიპის“ სარბოლო ვერსია შეიმუშავა, რომელიც GT კლასის ტექნიკურ
რეგლამენტს შეესაბამება და შესაბამისად, ამავე კლასის რბოლებში მიიღებს მონაწილეობას.
რაც მთავარია, ავტომობილი ახალ გუნდს, „ინვიქტუს გეიმზ რეისინგს“ გადაეცემა,
რომლის პილოტებიც, ბრიტანეთის სამხედრო ძალების ის ყოფილი ჯარისკაცები არიან,
რომლებიც სამხედრო ოპერაციების დროს დაინვალიდდნენ.
„ლენდ როვერის“ 70 წლის იუბილეს აღსანიშნად
„ლენდ როვერი“ წელს თავისი დაარსებიდან 70 წლის
იუბილეს აღნიშნავს და ამასთან დაკავშირებით, არაერთ საზეიმო ღონისძიებას გეგმავს.
მათ შორეის ერთ-ერთი გამორჩეული, 1948 წელს შემუშავებული იმ წინასერიული სამი
პროტოტიპიდან ერთ-ერთის რესტავრაციაა, რომლითაც კომპანიის არსებობა დაიწყო. 70
წლის წინათ, ამსტერდამის მოტორ შოუს დამთვალიერებელმა იხილა ავტომობილი, რომელმაც
„ლენდ როვერის“ ისტორიას მისცა დასაბამი.
Friday, January 12, 2018
„იაგუარ ლენდ როვერმა“ გასული წელი რეკორდული გაყიდვებით დაასრულა
ზოგირთ მნიშვნელოვან ბაზარზე გარკვეული სირთულეების
მიუხედავად, „იაგუარ ლენდ როვერმა“ გასული წელი გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლით
დაასრულა. ბრიტანულმა კომპანიამ სულ 621 109 ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის
გაყიდვებზე 7 პროცენტით და 2009 წლის გაყიდვებზე სამჯერ მეტია.
Subscribe to:
Posts (Atom)