„ლენდ როვერი“ წელს თავისი დაარსებიდან 70 წლის
იუბილეს აღნიშნავს და ამასთან დაკავშირებით, არაერთ საზეიმო ღონისძიებას გეგმავს.
მათ შორეის ერთ-ერთი გამორჩეული, 1948 წელს შემუშავებული იმ წინასერიული სამი
პროტოტიპიდან ერთ-ერთის რესტავრაციაა, რომლითაც კომპანიის არსებობა დაიწყო. 70
წლის წინათ, ამსტერდამის მოტორ შოუს დამთვალიერებელმა იხილა ავტომობილი, რომელმაც
„ლენდ როვერის“ ისტორიას მისცა დასაბამი.
ეს სამი ავტომობილი წლების განმავლობაში არსად
ჩანდა. მათგან ერთ-ერთი, გზაზე ბოლოს 1960-იან წლებში ნახეს. შემდეგ მან
სარესტავრაციო პროექტში გადაინაცვლა. თუმცა ის პროექტი არ დასრულებულა და
ავტომობილმა ღია ცის ქვეშ წლები გაატარა. შემდეგ ის მოულოდნალად აღმოაჩინეს
სოლიჰალიდან (სადაც კომპანიია ქარხან მდბარეობს და სადაც ეს პირველი პროტოტიპები
ააგეს) რამდენიმე კილომეტრში.
„იაგუარ ლენდ როვერ კლასიკის“ სპეციალისტებმა
რამდენიმე თვე მოანდომეს კომპანიის არქივებში ამ ავტომობილის ისტორიის ძებნას, რამაც
საბოლოოდ დაადასტურა მისი წარმომავლობა და ისტორია.
ახლა უკვე პროგრამა „ლენდ როვერ სერიზ I რიბორნის“
ინჟინერთა გუნდის წევრების ჯერია. ისინი მომხმარებლებს პირველი „ლენდ როვერის“
სრულად აღდგენას სთავაზობენ და ამ საქმეში კარგად გაწაფულები არიან. ბუნებრივია, ისტორიული
ავტომობილის აღდგენაც მათ დაევალათ. მათ დაჟანგული მეტალი, რომელიც ერთ დროს
დადიოდა, უნდა გააცოცხლონ. ამისთვის კი სულ რამდენიმე თვე აქვთ.
ავტომობილის რესტავრაციის პროცესში მონაწილეობის
მისაღებად, მისი ყოფილი მფლობელებიც არიან მიწვეულები, რომლებიც ავტომობილის
თავისებურებებს აღწერენ. რაც მთავარია, ისტორიული ავტომობილი სრულიად ახალი ძრავით
აღიჭურვება, რომელსაც ორიგინალური პროექტის შესაბამისად დაამზადებენ.
„ლენდ
როვერს“ გადაწყვეტილი აქვს 25 ცალი „სერიზ I-ის“ რესტავრირება. ავტომობილებს
ორიგინალური სათადარიგო და მაკომპლექტებელი ნაწილებისგან დაამზადებენ.
ცნობისათვის, ეს ავტომობილი აღჭურვილი იყო ოთხცილინდრიანი 1.6-ლიტრიანი ძრავით,
რომელიც სულ რაღაც, 51 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ძრავთან წყვილში მექანიკური
ტრანსმისია მუშაობდა.
No comments:
Post a Comment