ზოგირთ მნიშვნელოვან ბაზარზე გარკვეული სირთულეების
მიუხედავად, „იაგუარ ლენდ როვერმა“ გასული წელი გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლით
დაასრულა. ბრიტანულმა კომპანიამ სულ 621 109 ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის
გაყიდვებზე 7 პროცენტით და 2009 წლის გაყიდვებზე სამჯერ მეტია.
გაყიდვების ზრდას ბაზარზე ახალი მოდელების
გამოშვება განაპირობებს. გარდა ამისა, მყიდველს სერია ინჯენიუმის ეკონომიური და
სუფთა, დიზელის და ბენზინის ძრავები, ასევე უსაფრთხოების და დამხმარე სისტემები
იზიდავს, რომლებიც ავტომობილების მართვას კომფორტულს და მოსახერხებელს ხდის.
კომპანიის ორივე ბრენდმა გაყიდვების რეკორდები
განაახლა. ამასთან, უფრო სწრაფი ზრდა „იაგუარს“ აქვს, რომელმაც 178 601 ავტომობილი
გაჰყიდა, ეს კი წინა წლის მაჩვენებელზე 20 პროცენტით მეტია. ეს მეტწილად „იაგუარ F-პეისის“
პოპულარობამ განაპირობა. გარდა ამისა, კარგად იყიდება XE და XF.
„ლენდ როვერის“ გაყიდვებმა 442 508 ავტომობილს
მიაღწია, წინა წლის გაყიდვებზე 2 პროცენტით მეტია. საუკეთესო გაყიდვები აქვს
„დისქავერი სპორტს“, რომელიც 126 078 ერთეული გაიყიდა. ასევე კარგად იყიდება
„რეინჯ როვერ ევოუკი“ და „რეინჯ როვერ სპორტი“, რომლებიც ჯამში 190 000-ზე მეტია
გაყიდული.
„იაგუარ ლენდ როვერის“ ავტომობილებმა 2017 წელს
მთელს მსოფლიოში 160-ზე მეტი ჯილდო მიიღეს. მათ შორის კი ყველაზე გამორჩეულია მსოფლიოს
წლის ავტომობილის წოდება, რომელიც „F-პეისმა“ მიიღო. იმავე კონკურსზე, ამ
ავტომობილმა საუკეთესო დიზაინის კატეგორიაშიც გაიმარჯვა.
ევროპაში, ბრიტანეთსა და სხვა მნიშვნელოვან
ბაზრებზე წარმოქმნილი სირთულეები, ამერიკის და ჩინეთის ბაზრებზე კარგმა გაყიდვებმა
გადაფარა. ყველაზე მეტი ავტომობილი ცისქვეშეთში გაიყიდა. იქ გაყიდვები 23
პროცენტით, 146 399 ერთეულამდე გაიზარდა. 9 პროცენტით არის გაზრდილი გაყიდვები
შეერთებულ შტატებში, სადაც „ლენდ როვერის“ ავტომობილები რეკორდულად ბევრმა, 128 097-მა
ადამიანმა იყიდა.
ბრიტანულ ბაზარზე 117 748 ცალი „იაგუარი“ და „ლენდ
როვერია“ გაყიდული, რაც თითქმის შარშანდელი გაყიდვების დონეზეა. ზრდა არც ევროპაში
იყო, სადაც ორივე ბრენდის 138 643 ავტომობილი გაიყიდა. დანრჩენ ბაზრებზე
გაყიდვებმა 0.5 პროცენტით დაიკლო.
No comments:
Post a Comment