გამოცემა „ვოთ ქარ?-ის“ მიერ ორგანიზებულმა
კონკურსმა, რომელშიც მკითხველები მონაწილეობდნენ, ავტომობილად, რომელსაც 2018 წელს
ყველაზე მეტად ელიან, „იაგუარის“ სრულად ელექტრული უგზოობის მოდელი „I-პეისი“
დაასახელა. ამ ავტომობილის პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე, მარტში გაიმართება.
ბრიტანული კომპანიის გამაში, „I-პეისი“ პირველი ელექტრომობილი
და უგზოობის მესამე მოდელი გახდება. მისი ზუსტი მახასიათებლები პრემიერისას, ჟენევაში
გამოქვეყნდება. კონკურსში მან უკან ჩამოიტოვა „სიტროენ C5 ეარქროსი“ და „აუდი E-ტრონი“,
რომლებსაც შესამაბისად, მეორე და მესამე ადგილები ერგოთ.
„იაგუარი“ თავისი პირველი ელექტრომობილით, საკუთარ
სამოდელო გამაში შემავალი ავტომობილების შემდეგ თაობებს მისცემს სტარტს. „I-პეისის“
ელექტრული ძალური დანადგარის შემუშავებისას, კომპანიის ინჟინრებმა სარბოლო სერია
ფორმულა E-ში დაგროვილი გამოცდილება გამოიყენეს. ამ ავტომობილით „იაგუარი“
საკუთარი გამის ელექტრიფიკაციას იწყებს.
ჟურნალის რედაქტორ ჰანტინგფორდის თქმით, „I-პეისმა“
მისი ჟურნალის მკითხველთა ყურადღება 2016 წლიდანვე მიიპყრო, რაც „იაგუარმა“ მისი
კონცეპტუალური ვერსია გაგვაცნო. „SUV-ების გაყიდვებს კლებისა არაფერი ეტყობა და
ელექტრომობილებიც სულ უფრო პოპულარული გახდება. ეს კი ნიშნავს, რომ „I-პეისი“
ბაზარზე შესაფერის დროს გამოდის. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ერთადერთი ელექტრული
უგზოობის მოდელი, რომელიც ბაზარზე წელს გამოვა, მაგრამ როგორც ჩვენი მკითხველის
გამოკითხვა გვიჩვენებს, ეს ის ავტომობილია, რომელსაც ბაზარი ყველაზე მეტად მოელის“,
- ამბობს ჰანტინგფორდი.
No comments:
Post a Comment