„ლენდ როვერმა“ ინტერნეტით თავისი ახალი ავტომობილის,
ორკარიანი „რეინჯ როვერ SV კუპეს“ ფოტო ტიზერი გაავრცელა. ბრიტანული კომპანია
ავტომობილს, რომლის პრემიერაც ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება, „მსოფლიოში პირველ უგზოობის
სრულგაბარიტიან კუპეს“ უწოდებს. მას „იაგუარ ლენდ როვერის“ შტო „სპეშლ ვიიქლ
ოპერეიშენზი“ დაამზადებს.
„ლენდ როვერი“ თავის სიახლეზე ინფორმაციას ჯერჯერობით
არ აქვეყნებს. ტიზერზე მხოლოდ კუპეს ზევიდან გადაღებული ინტერიერია გამოსახული,
რომელიც მდდრულად არის გაწყობილი. ფოტოზე ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ ოთხივე
სავარძელი ინდივიდუალურია და ისინი ერთგვარ კოკპიტის მსგავს სივრცეშია
მოთავსებული. ასეთ გარემოს კი გრძელი ცენტრალური კონსოლი ქმნის, რომელიც უკანა
სავარძლებსაც აცალკევებს.
ავტომობილი ორკარიანია და მისი წარდგენა შეიძლება,
როგორც „რეინჯ როვერის“ დაპატარავებული ვერსია. ამას ადასტურებს ზამთრის ტესტების
დროს გადაღებული მსტოვრული ფოტოებიც, რომლებზეც ავტომობილი კამუფლირებულ ფორმაშია
გამოწყობილი.
„ლენდ როვერი“ აცხადებს, რომ ახალი კუპე არის ორიგინალური
„რეინჯ როვერის“ ერთგვარი გახსენება. 1970 წელს ეს ავტომობილი ბაზარზე სწორედ
ორკარიანი ძარით წარსდგა. „რეინჯ როვერ SV კუპე“ მხოლოდ 999 ცალი დამზადდება და მას ბევრი
ქვეყნის მყიდველს შესთავაზებენ.
No comments:
Post a Comment