„იაგუარ ლენდ როვერმა“ საკუთარი ტრანსფორმაციის
(კოდური სახელწოდებით „დამუხტვა და აჩქარება“) მეორე ფაზა დაიწყო, რომლის მიზანიც,
ხარჯების 2.5 მილიარდი სტერლინგით შეკვეცა, ფულადი ნაკადების მოწესრიგება და
ეფექტურობის მისაღწევად საჭირო სხვა ღონისძიებათა განხორციელებაა.
Tuesday, January 29, 2019
Saturday, January 26, 2019
„იაგუარ ლენდ როვერმა“ აპრილში ერთკვირიანი არდადეგები დანიშნა
Friday, January 25, 2019
„იაგუარ ლენდ როვერის“ უპილოტო ავტომობილებს სპეციალური შუქით ამოიცნობთ
„იაგუარ ლენდ როვერი“ მუშაობს სისტემაზე, რომელიც ფეხმავლებს
და სხვა ავტომობილების მძღოლებს, სპეციალური განათების დახმარებით, უპილოტო ავტომობილების
და მათი მოძრაობის მიმართულების ამოცნობის საშუალებას მისცემს.
Sunday, January 20, 2019
„ლენდ როვერმა“ „დისქავერის“ საიუბილეო ვერსია გამოუშვა
უკვე 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ლენდ
როვერმა“ მოდელ „დისქავერის“ წარმოება დაიწყო და ამ თარიღთან დაკავშირებით,
კომპანიამ ახლანდელი „დისქავერის“ საიუბილეო ვერსია გამოუშვა. ოღონდ, მას მხოლოდ
ბრიტანელებს შესთავაზებს. ფასი 59 995 გირვანქა სტერლინგია.
Sunday, January 13, 2019
„იაგუარ ლენდ როვერმა“ შარშანდელი გაყიდვების მონაცემები გამოაქვეყნა
გასულ წელს „იაგუარ ლენდ როვერმა“ მთელს მსოფლიოში 592 708
ავტომობილი გაჰყიდა. ეს 4.6 პროცენტით ნაკლებია 2017 წლის
გაყიდვებზე, როცა ბრიტანულ კომპანიას რეკორდული გაყიდვები ჰქონდა.
Friday, January 4, 2019
„იაგუარ ლენდ როვერი“ კარს ავტონომიურად გაღებას ასწავლის
„იაგუარ ლენდ როვერის“ ინჟინრებმა ახალი ახალი
სისტემა შეიმუშავეს, რომელიც ავტომატურ რეჟიმში აფიქსირებს მძღოლის მოახლოებას და
მას კარს ღიად ახვედრებს. სისტემაში გამოყენებულია მიახლოების სენსორები და უგასაღებო
გაღების, ასევე ჟესტიკულაციის კონტროლის სისტემები.
Subscribe to:
Posts (Atom)