Friday, January 4, 2019

„იაგუარ ლენდ როვერი“ კარს ავტონომიურად გაღებას ასწავლის

„იაგუარ ლენდ როვერის“ ინჟინრებმა ახალი ახალი სისტემა შეიმუშავეს, რომელიც ავტომატურ რეჟიმში აფიქსირებს მძღოლის მოახლოებას და მას კარს ღიად ახვედრებს. სისტემაში გამოყენებულია მიახლოების სენსორები და უგასაღებო გაღების, ასევე ჟესტიკულაციის კონტროლის სისტემები.

სისტემის პროტოტიპი „რეინჯ როვერ სპორტთან“ ერთად გადის ტესტირებას. ახალი ტექნოლოგია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის არის განკუთვნილი. გარდა ამისა, თვითგაღებადი კარი მისწრებაა მათთვისაც, ვისაც ხელები ბავშვის სავარძლით, ან სხვა სახის საგნებით და ტვირთით აქვს დაკავებული და კარის გასაღებად, ხელის გათავისუფლება დასჭირდება.
სალონში შესვლის შემდეგ, მძღოლს კარის დაკეტვა იმ ღილაკით შეუძლია, რომელიც მისი თავის ზევით, ჭერზეა მოთავსებული. ამგვარად, მას აღარ დასჭირდება კარის სახელურის მისაწვდენად სავარძლიდან გადახრა, რაც შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებისთვის შესაძლოა პრობლემას წარმოადგენდეს. მოწყობილობა ინფოტაინმენტ სისტემის ეკრანის მეშვეობით გიჩვენებთ ყველა კარის მდგომარეობას - ღიაა, თუ დაკეტილი. ამავე ეკრანის დახმარებით, ყველა კარის მართვაა შესაძლებელი.
გარდა ამისა, მძღოლის კარი ეკიპირებული არის სენსორით, რომელიც კარის მიღმა, მისი გაღების ტრაექტორიაზე აფიქსირებს უცხო სხეულებს და კარის გაღებას აყოვნებს, რათა შეჯახება და მისი დაზიანება აიცილოს თაიდან. შესაძლებელია კარის იმგვარად დაპროგრამება, რომ მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, ის ავტომატურად ჩაიკეტოს.
ტესტირების პროცესში, „იაგუარ ლენდ როვერი“ თანამშრომლობს ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ყოფილ კომანდო მარკ ორმონდთან, ვისაც ავღანეთში საბრძოლო კონფლიქტში ორივე ფეხი და მარჯვენა ხელი აქვს დაკარგული.

No comments:

Post a Comment