კომპანია ადრეც აცხადებდა, რომ ბრექსიტის გამო, სათადარიგო
სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელსაც საჭიროებისამებრ აამოქმედებდა. ამასთან, მისი
გამოყენება, ეგრეთ წოდებული ხისტი ბრექსიტის შემთხვევაში გახდებოდა აქტუალური.
მართალია, ბრიტანეთის მთავრობას ამ მიმართულებით, ყველა
რესურსი ამოწურული არ აქვს, მაგრამ „იაგუარ ლენდ როვერში“ თვლიან, რომ ყველანაირ
მოულოდნელობას, დაგეგმილი პაუზა სჯობს. მითუმეტეს, ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელების
კვალობაზე, გაყიდვები ჩინეთშიც შეფერხდა. ამის გამო, კომპანია ცისქვეშეთში
წარმოებას შეამცირებს.
პრობლემას ქმნის ის ფაქტიც, რომ ევროპაში მკვეთრად
შემცირდა მოთხოვნა დიზელის ძრავებით აღჭურვილ ავტომობილებზე. ამის გამო, გაყიდვები
ბრიტანეთში 1.5 პროცენტით, კონტინენტურ ევროპაში კი 7.8 პროცენტით შემცირდა.
No comments:
Post a Comment