Sunday, January 20, 2019

„ლენდ როვერმა“ „დისქავერის“ საიუბილეო ვერსია გამოუშვა

უკვე 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ლენდ როვერმა“ მოდელ „დისქავერის“ წარმოება დაიწყო და ამ თარიღთან დაკავშირებით, კომპანიამ ახლანდელი „დისქავერის“ საიუბილეო ვერსია გამოუშვა. ოღონდ, მას მხოლოდ ბრიტანელებს შესთავაზებს. ფასი 59 995 გირვანქა სტერლინგია.

საიუბილეო ვერსია 22-დუიმიან ბორბლებზე დგას, აქვს ფიქსირებული პანორამული სახურავი და „მერიდიანის“ 380-ვატიანი საუნდ სისტემა. მყიდველს ამ ავტომობილს მეტალიკის ოთხ ფერში გამოწყობილს შესთავაზებენ. ესენია: შავი (სანტორინი ბლექ), ნცრისფერი (კორის გრეი), ლურჯი (ლუარ ბლიუ) და ვერცხლისფერი (ინდუს სილვერ).
„დისქავერის ოჯახი უნივერსალურობის მწვერვალია და ჩვენ სიამაყით აღვნიშნავთ ამ ხაზის იუბილეს. ამ 30 წლის განმავლობაში, დისქავერი არის ტექნოლოგიების და შესაძლებლობათა სიმბოლო და მუდამ შეესაბამება სწრაფად ცვალებადი საავტომობილო ინდუსტრიის საზოგადოებას. საიუბილეო ვერსიით, ჩვენი მომხმარებლებისთვის, ამ ავტომობილს დამატებითი ღირებულება შევმატეთ და დავამზადეთ „საუკეთესო დიდი SUV“, რომელიც კი ამჟამად გაყიდვაშია“, - ამბობს „იაგუარ ლენდ როვერის“ ბრიტანული შტოს აღმასრულებელი რევდონ გლოვერი.
„ლენდ როვერი“ კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ „დისქავერი“ არის იმ ადამიანების რჩეული ავტომობილი, რომლებსაც ცნობილი მკვლევარები ირჩევენ. გარდა ამისა, ამ ავტომობილს მთელს მსოფლიოში ფართოდ იყენებენ სამაშველო ოპერაციებისას, საპოლიციო და ჰუმანიტარული დანიშნულებით. სწორედ ეს ავტომობილი შეარჩია წითელმა ჯვარმა თავის საგანგებო დანიშნულების ავტომობილად. „ლენდ როვერმა“ კი ის შესაბამისად მოამზადა.
საბაზ შესრულებით, „დისქავერი“ 47 405  სტერლინგი ღირს. ის ბენზინის 2.0-ლიტრიანი SI4 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 300 ცხენის ძალას და 400 ნუტონმეტრს გამოიმუშავებს. მისი მეშვეობით, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ-ს 7.3 წამში აღწევს, მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 201 კილომეტრია.

No comments:

Post a Comment