Sunday, January 13, 2019

„იაგუარ ლენდ როვერმა“ შარშანდელი გაყიდვების მონაცემები გამოაქვეყნა

გასულ წელს „იაგუარ ლენდ როვერმა“ მთელს მსოფლიოში 592 708 ავტომობილი გაჰყიდა. ეს 4.6 პროცენტით ნაკლებია 2017 წლის გაყიდვებზე, როცა ბრიტანულ კომპანიას რეკორდული გაყიდვები ჰქონდა.
ორი ახალი მოდელის - „E-პეისის“ და „I-პეისის“ წყალობით, „იაგუარმა“ გაყიდვები 1.2 პროცენტით, 180 833-მდე გაზარდა, რაც მის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. მაგრამ ორი ბრენდის ჯამური შედეგები, ჩინურ ბაზარზე გაყიდვების კლებამ გადაფარა, რაც მთლიანად ამ ბაზრის მოცულობის შემცირებას მოჰყვა.
საერთო ჯამში, ჩინეთში გაყიდვები 21.6 პროცენტით შემცირდა. ამისგან საპირისპიროდ, კომპანიას კარგი გაყიდვები ჰქონდა ჩრდილოეთ ამერიკაშიც, გაყიდვების ზრდამ 7.2 პროცენტს მიაღწია. 7.3 პროცენტით გაიზარდა გაყიდვები ბრიტანეთს საზღვრებს გარეთაც (ჩინეთის გამოკლებით). საკუთრივ ბრიტანეთში კი 1.5 პროცენტით კლება დაფიქსირდა, რაც დიდწილად ბრექსიტთან დაკავშირებული გაურკვევლობის შედეგია. ევროპის ბაზარზე გაყიდვები 7.8 პროცენტით შემცირდა, რაც ბრექსიტის გარდა, დიზელის ძრავიან ავტომობილებზე მოთხოვნის შემცირებამ გამოიწვია.
კომპანია მალე დაიწყებს სრულიად ახალი „რეინჯ როვერ ევოუკის“ გაყიდვებს, რამაც გაყიდვების საერთო მოცულობა უნდა გაზარდოს, რადგან ეს ავტომობილი, მის გამაში ყველაზე გაყიდვადი მოდელის სტატუსით სარგებლობს.

No comments:

Post a Comment