„იაგუარ ლენდ როვერი“ მუშაობს სისტემაზე, რომელიც ფეხმავლებს
და სხვა ავტომობილების მძღოლებს, სპეციალური განათების დახმარებით, უპილოტო ავტომობილების
და მათი მოძრაობის მიმართულების ამოცნობის საშუალებას მისცემს.
საზრიანი მოწყობილობა, გზაზე სპეციალურ ფიგურებს
გამოსახავს, რომლებიც თვითმავალი ავტომობილის „განზრახვის“ შესახებ გვამცნობს -
მაგალითად, გაჩერების და მარცხნივ, ან მარჯვნივ მოხვევის შესახებ. ბრიტანული
კომპანია იმედოვნებს, რომ ასეთი სისტემის დახმარებით, ავტონომიური
ავტომობილებისადმი ნდობის ამაღლებას შეძლებს. მომავალში სისტემის განვიტარება
იგეგმება, რის შემდეგაც, განათების დახმარებით, ავტომობილები ერთმანეთს გზაზე
არსებული სიტუაციის და ფეხმავლების შესახებ, ინფორმაციას გაუცვლიან.
ახალი სისტემის ტესტირებისთვის, „იაგუარ ლენდ
როვერი“ იყენებს კომპანია „აურიგოს“ მიერ შემუშავებულ პლატფორმებს. სისტემა გზაზე
სპეციალურ ხაზებს გამოსახავს, რომლებს შორის ინტერვალიც რეგულირდება. როცა
ავტომობილი შენელებას იწყებს, ან ამას აპირებს, ინტერვალი მცირდება, გაჩერების
შემდეგ კი მათ შორის დაშორება ქრება. აჩქარებისას კი პირიქით - ხაზებს შორის დაშორება
იზრდება. როცა პლატფორმა (ავტომობილი) მოსახვევს უახლოვდება, ხაზებიც სწორედ იმ
მიმართულებით იწყებს „მოხვევას“ და გარეთ მყოფს მიახვედრებს, რომ მოხვევას
აპირებს.
ტესტებს
„იაგუარ ლენდ როვერის“ მომავლის ტრანსპორტის ჯგუფის ინჟინრები, ფსიქოლოგებთან
ერთად ატარებენ. პროექტი მას შემდეგ დაიწყო, რაც კვლევებმა აჩვენა, რომ მძღოლების
და ფეხმავლების 41 პროცენტი, იმ გზებზე მოძრაობას უფრთხის, სადაც მათთან ავტონომიური
ავტომობილებიც ივლიან. ტესტებისთვის ქოვენთრის ქარხანასთან, სპეციალური საცდელი
ქუჩა-პოლიგონი შეიქმნა.
No comments:
Post a Comment