Sunday, July 29, 2018

„იაგუარის“ ისტორია


„იაგუარი“ იმ ბრენდთაგანია, რომლებითაც ბრიტანეთი საფუძვლიანად ამაყობს. სხვა თუ არაფერი, ბრიტანულ კომპანიათა შორის, მას ყველაზე მეტჯერ (შვიდჯერ) აქვს მოგებული ლე მანის 24-საათიანი რბოლა. გარდა ამისა, არაერთი ისეთი ავტომობილი აქვს შექმნილი, რომლებზეც დღეს კოლექციონერები ნადირობენ და მილიონებს იხდიან. მთლიანობაში, იაგუარი არის პრესტიჟი, სისწრაფე, სპორტი, კომფორტი, დახვეწილი გემოვნება, უახლესი ტექნოლოგიები და უამრავი სხვა რამ, რაც მის პრემიუმ წარმოშობას განაპირობებს. და რა თქმა უნდა, კომპანია ფლობს დედოფალ ელიზაბეთ მეორის და პრინც ჩარლზის სამეფო ორდერებს.

Friday, July 27, 2018

„იაგუარის“ ელექტრომობილი თქვენს ჯიბეში

„იაგუარმა“ ახალი, ინტელექტუალური აპლიკაცია გამოუშვა, რომელიც მფლობელს თავის ელექტრომობილ „იაგუარ I-პეისის“ შესახებ ყველა ინფორმაციას მანამ მიაწვდის, სანამ ის ავტომობილში ჩაჯდება. აპლიკაციის სახელია „გოუ I-პეის“, ის „ეპლის“ საოპერაციო სისტემასთან არის თავსებადი და მისი დახმარებით, თქვენ მომავალი მგზავრობის შესახებ, ბევრ რამეს შეიტყობთ.

Friday, July 20, 2018

„007 ელემენტს“ - ჯეიმს ბონდის სამყარო ალპებში

ავსტრიის სამთო-სათხილამურო კურორტ ზოლდენის მახლობლად, კლდოვან მთა გაისლახკოგლის თავზე, გაიხსნა მუზეუმი, სახელწოდებით „007 ელემენტს“, სადაც ლეგენდარული და ყოვლის შემძლე აგენტის შესახებ, პრაქტიკულად ყველაფრის ნახვა და გაგება შეიძლება.

„რეინჯ როვერ სპორტის“ ახალი ძრავი და ტექნოლოგიები

„რეინჯ როვერ სპოორტი“ ყოველთვის გამოირჩეოდა უგზოობის დიდი ავტომობილებისთვის დამახასიათებელი დახვეწილობით და თავისი უსაზღვრო შესაძლებლობებით, რასთანაც სპორტული ავტომობილისთვის დამახასიათებელი ტემპერამენტია შეხამებული. განახლების შემდეგ კი ის უფრო კომფორტული და მოსახერხებელიც გახდება, რითაც უგზოობის მდიდრული მოდელების კლასში, კვლავაც ლიდერის პოზიციას შეინარჩუნებს.

Sunday, July 15, 2018

„იაგუარ ლენდ როვერის“ ავტომობილები „კავშირის კორიდორში“ ვარჯიშობენ


„იაგუარ ლენრ როვერი“ საზრიანი და კავშირის ტექნოლოგიებით აღჭურვილ თავის მოდელებს, ბრიტანეთის საერთო სარგებლობის გზებზე უტარებს ტესტირებას. ეს არის იმ 7.1 მილიონ სტერლინგიანი პროექტის ნაწილი, რომელიც კავშირით უზრუნველყოფილი პირველი ბრიტანული ინფრასტრუქტურის შემუშავებას ითვალისწინებს. ეს კი თვითმავალი ავტომობილების შექმნისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია.

Wednesday, July 11, 2018

„იაგუარ ლენდ როვერს“ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა სჭირდება


„იაგუარ ლენდ როვერის“ მთავარი აღმასრულებელი, პროფესორი რალფ სპეტი ბრიტანთის მთავრობას მოუწოდებს, რომ ყველაფერი იღონოს იმისათვის, რომ ბრექსიტის შემდეგ ქვეყანამ ევროპასთან მაქსიმალურად შეღავათიანი სავაჭრო ურთიერთობა ჩამოაყალიბოს. და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ყველაფერი იღონოს, რათა შექმნილ სიტუაციაში სიცხადე რაც შეიძლება, მალე შეიტანოს.

Saturday, July 7, 2018

შემდეგი „რეინჯ როვერი“ კონკურენციას „როლს ქალინენს“ და „ბენტლი ბენტაიგას“ გაუწევს

უგზოობის ზემდიდრული ავტომობილების კლასში აჟამად „როლს როის ქალინენი“ და „ბენტლი ბენტაიგა“ დომინირებენ, რომლებსაც „ლენდ როვერი“ კონკურენციას „რეინჯ როვერის“ სპეც ვერსია „SV ავტობაიოგრაფით“ უწევს. თუმცა მომდევნო თაობის „რეინჯი“ უკვე საბაზო შესრულებითაც, მათი პირდაპირი კონკურენტი გახდება.