Saturday, July 7, 2018

შემდეგი „რეინჯ როვერი“ კონკურენციას „როლს ქალინენს“ და „ბენტლი ბენტაიგას“ გაუწევს

უგზოობის ზემდიდრული ავტომობილების კლასში აჟამად „როლს როის ქალინენი“ და „ბენტლი ბენტაიგა“ დომინირებენ, რომლებსაც „ლენდ როვერი“ კონკურენციას „რეინჯ როვერის“ სპეც ვერსია „SV ავტობაიოგრაფით“ უწევს. თუმცა მომდევნო თაობის „რეინჯი“ უკვე საბაზო შესრულებითაც, მათი პირდაპირი კონკურენტი გახდება.

ახალი „რეინჯ როვერი“ ბაზარზე 2021 წელს გამოვა და ის ახალ, მოდულურ პლატფორმა MLA-ზე (მოდულარ ლონგიტუდინალ არქიტექჩა) აიგება, რომელიც ახლანდელ ალუმინის D7-ს შეცვლის. ახალი პლატფორმაც მეტწილად ალუმინისგან დამზადდება და წინამორბედზე კიდევ უფრო მსუბუქი და მტკიცე იქნება. ახალი „რეინჯის“ გარდა, მას ასევე „იაგუარ XE-სთვის“ გამოიყენებენ.
ახალი მოდულური პლატფორმის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ მასზე შიდაწვის ძრავების გარდა, ასევე ელექტრომობილის და პლაგ-ინ ჰიბრიდული დანადგარის დამონტაჟებაც შესაძლებელი იქნება. მაგრამ როგორც „ავტოქარი“ წერს, „ლენდ როვერი“ ახალ „რეინჯის“ ელექტრულ ვერსიას ჯერ არ გამოუშვებს. ამის მიზეზი ისაა, რომ კომპანია ელექტრული ძალური დანადგარით, ჯერ „რეინჯ როვერის“ ოჯახის სრულიად ახალი წევრის გამოშვებას გეგმავს, რომელიც სედანის პტოპორციების მქონე ძარით დამზადდება.
ასევე საინტერესოა, რომ „ლენდ როვერი“ ახლანდელი „რეინჯ როვერის“ შიდაწვის ძრავების გამის სრულად განახლებას აპირებს. მასში აღარ შევა ახლანდელი 3.0-ლიტრიანი V6 დიზელი, 4.4-ლიტრიანი V8 დიზელი, ასევე ბენზინს 3.0 და 5.0-ლიტრიანი V8 აგრეგატები. V6 ძრავს სრულიად ახალი, სერია ინჯენიუმის ექვსცილინდრიანი ერთრიგა აგრეგატი შეცვლის. გამაში ასევე ადგილს საშუალო ჰიბრიდული აგრეგატები დაიკავებს.
გარეგნულად და პროპორციების მხრივ, ახალი ავტომობილი მეტწილად წინამორბედის მსგავსი იქნება. რა თქმა უნდა, ბრიტანული კომპანიის დიზაინერები სტილს უფრო დახვეწავენ და ავტომობილს კიდევ უფრო მდიდრულ იერს მიანიჭებმენ.
ახალი „რეინჯ როვერი“ არაერთი ახალი ტექნოლოგიით აღიჭურვება. მათ შორის იქნება პირველად მოდელ „ველარზე“ გამოყენებულ სისტემა „ტაჩ პრო დუოს“ მოდიფიცირებული ვერსია. ინტერიერი კავშირის უახლესი სისტემებით აღიჭურვება, რომელთა დახმარებითაც, ავტომობილს მისი მფლობელის სახლთან პირდაპირი კავშირი ექნება. კომპლექტაციაში ასევე ავტონომიური მართვის უახლესი სისტემები შევა.

No comments:

Post a Comment