„იაგუარ ლენდ როვერის“ მთავარი აღმასრულებელი,
პროფესორი რალფ სპეტი ბრიტანთის მთავრობას მოუწოდებს, რომ ყველაფერი იღონოს იმისათვის,
რომ ბრექსიტის შემდეგ ქვეყანამ ევროპასთან მაქსიმალურად შეღავათიანი სავაჭრო
ურთიერთობა ჩამოაყალიბოს. და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ყველაფერი იღონოს, რათა შექმნილ
სიტუაციაში სიცხადე რაც შეიძლება, მალე შეიტანოს.
სპეტის თქმით, ბრიტანეთში მომუშავე კომპანიებისთვის
მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირთან უტარიფო ვაჭრობა და თავისუფალი ვაჭრობის
რეჟიმი. ის ამბობს, რომ: „იაგუარ ლენდ როვერის გული და სული ბრიტანეთშია. მაგრამ კომპანიას
ევროპაში უამრავი მიმწოდებელი და პარტნიორი ჰყავს, რომლებსაც გაურკვეველი მომავალი
ელით, თუ ბრექსიტის მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის საშუალებას არ შეგვინარჩუნებს“.
ის დასძენს, რომ კომპანიას ბრიტანეთში
ინვესტიციების გასაგრძელებლად, არამხოლოდ სიტუაციის სწრაფი მოგვარება, არამედ მისი
პარტნიორი მიმწოდებლების და ბრიტანულ საწარმოებში მომუშავე 40 000 თანამშრომლის,
ასევე მომხმარებლების დაცულობა ესაჭიროება.
„ბრექსიტის წარუმატებელი შეთანხმება, იაგუარ ლენდ
როვერს ყოველწლიურად 1.2 მილიარდი სტერლინგის მოგებას დააკარგვინებს. ეს
გამოიწვევს ჩვენი ხარჯების პროფილის ძირეულ შეცვლას. ბოლო ხუთ წელიწადში ბრიტანეთში
დაახლოებით 50 მილიარდი სტერლინგი დავხარჯეთ და მომავალ ხუთ წელიწადში 80 მილიარდის
დახარჯვას ვგეგმავთ. მაგრამ უარყოფითი ბრექსიტის შემთხვევაში, ამ გეგმას საფრთხე
დაემუქრება“, - ამბობს სპეტი.
No comments:
Post a Comment