Friday, July 20, 2018

„რეინჯ როვერ სპორტის“ ახალი ძრავი და ტექნოლოგიები

„რეინჯ როვერ სპოორტი“ ყოველთვის გამოირჩეოდა უგზოობის დიდი ავტომობილებისთვის დამახასიათებელი დახვეწილობით და თავისი უსაზღვრო შესაძლებლობებით, რასთანაც სპორტული ავტომობილისთვის დამახასიათებელი ტემპერამენტია შეხამებული. განახლების შემდეგ კი ის უფრო კომფორტული და მოსახერხებელიც გახდება, რითაც უგზოობის მდიდრული მოდელების კლასში, კვლავაც ლიდერის პოზიციას შეინარჩუნებს.

განახლების შემდეგ, ავტომობილის ძრავების გამას ახალი, 3.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი ძრავი V6 ძრავი (SDV6) დაემატა, რომელიც 249 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ევროპულ ბაზარზე ის 2.0-ლიტრიან SD4 აგრეგატს შეცვლის, რომელზეც 9 ცხენის ძალით და 100 ნიუტონმეტრით ძლიერია. ახალი ძრავით აღჭურვილი „რეინჯ სპორტი“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 7.9 წამში ავითარებს, რაც 2.0-ლიტრიანი ძრავით აღჭურვილი ვერსიის აჩქარებაზე 0.8 წამით ნაკლებია. რაც მთავარია, ძრავი სრულად გამონაბოლქვზე ევროკავშირის სტანდარტებს.
ავტომობილი აღიჭურვა ადაპტირებადი კრუიზ კონტროლით, რომელთანაც სტოპ ანდ გოუ ფუნქციაა შეთავსებული. ამის წყალობით, ავტომობილი წინ მიმავალ ავტომობილებთან, წინასწარ განსაზღვრულ დისტანციას დამოუკიდებლად ინარჩუნებს. გარდა ამისა, საჭიროებისას მანქანს აჩერებს და ადგილიდან ძრავს კიდეც, თუ გაჩერების დრო სამ წამზე მეტი არაა.
ადაპტირებად კრუიზ კონტროლთან უნისონში, ასევე საჭის დამხმარე სისტემაც მუშაობს. მათი ერთობლივი ძალისხმევით, ავტომობილი თავისით, მუდმივად ახერხებს ზოლის შუაში მოძრაობას. ზოლთან მიახლოების შემთხვევაში, საჭე ავტომატურად მოტრიალდება ისე, რომ ავტომობილი შუაში დააბრუნოს. ოღონდ, ამ დროს მძღოლს ხელები საჭეზე უნდა ჰქონდეს. სისტემა გზის მონიშვნებს იყენებს და თუ მას ზოლები არ ეტყობა (ან დატანილი არაა), მაშინ სისტემა ორიენტირად წინ მიმავალ ავტომობილს იყენებს. ზოლის შეცვლა და დამუხრუჭება, სისტემის დეაქტივაციას იწვევს.
მაღალ სიჩქარეზე საგანგებო დამუხრუჭების სისტემა, ადაპტირებად კრუიზ კონტროლის ზემოთ აღწერილ ორივე სიტუაციაში მუშაობს და ის შეჯახების ალბათობას იმით ამცირებს, რომ ავტომობილის წინ მომხდარი ინციდენტის დაფიქსირებისთანავე მუხრუჭებს ააქტიურებს.

No comments:

Post a Comment