ავსტრიის სამთო-სათხილამურო კურორტ ზოლდენის
მახლობლად, კლდოვან მთა გაისლახკოგლის თავზე, გაიხსნა მუზეუმი, სახელწოდებით „007
ელემენტს“, სადაც ლეგენდარული და ყოვლის შემძლე აგენტის შესახებ, პრაქტიკულად
ყველაფრის ნახვა და გაგება შეიძლება.
გამოფენ 12 ივლისს გაიხსნა და მასზე ლენტის გაჭრის
საპატიო მისია ბრიტანელმა კინოვარსკვლავმა, ნაომი უოტსმა შეასრულა, რომელიც ბონდის
ბოლო ორ ფილმში - „სკაიფოლსა“ და „სპექტრში“ მონაწილეობდა. ბონდის ფილმების
რეტროსპექტივასთან ერთად, მუზეუმში „იაგუარ ლენდ როვერის“ ის ავტომობილებიცაა
წარმოდგენილი, რომლებიც ფილმებში მონაწილეობდა.
გარდა ამისა, მუზეუმში ასევე შესაძლებელია
ბრიტანული კომპანიის უახლესი ტექნოლოგიები და პირველი ელექტრომობილი „იაგუარ I-პეისი“,
ასევე ხელოვნური ინტელექტის სისტემები.
„იაგუარის“ და „ლენდ როვერის“ ავტომობილები 1983 წლიდან
მოყოლებული, ბონდის 9 ფილმშია გადაღებული. მათგან პირველი იყო „რეინჯ როვერ
კლასიკის“ ღია ვერსია, რომელსაც ბიანკა (ტინა ჰადსონი, ოქტოპუსი) მართავდა. ამ
ფილმში ბონდის როლს როჯერ მური ასრულებდა.
„ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ „იაგუარ ლენდ როვერის“
და „ბონდს“ ფრენჩაიზის თანამშრომლობის 35-ე წელიწადს მივაღწიეთ. „007 ელემენტსი“
ამ უნიკალური პარტნიორობის გამოხატულებაა. და რისი ნიმუშიცაა „სპექტრი“, რომელშიც „იაგუარ
ლენდ როვერის“ 70 ავტომობილზე მეტია გადაღებული“, - განაცხადა „იაგუარ ლენდ
როვერის“ ბრენდის და თანამშრომლობის შტოს შეფმა ლორა ვუდმა.
„007 ელემენტსი“ ზღვის დონიდან 3 000 მეტრზე მაღლა
მდბარეობს და ამ მხრივაც უნიკალური ინსტალაციაა. ის მოიცავს 9 გალერეას, სადაც
ბონდთან დაკავშირებული ექსპონტებია წარმოდგენილი. მუზეუმიდან ალპების ულამაზესი
ხედი იშლება, სადაც „სპექტრის“ გადაღებები მიმდინარეობდა.
მუზეუმ „007 ელემენტსამდე“ მისვლა ზოლდენიდან, სპეციალური საბაგირო გზითაა შესაძლებელი. ის ყოველდღე ღიაა 09:00-დან 15:30 საათამდე. ბილეთები 22 (ზრდასრულებისთვის) და 12 ევრო (ბავშვებისთვის) ღირს. ისინი ზოლდენის ბილეთების სალაროებში იყიდება.
მუზეუმ „007 ელემენტსამდე“ მისვლა ზოლდენიდან, სპეციალური საბაგირო გზითაა შესაძლებელი. ის ყოველდღე ღიაა 09:00-დან 15:30 საათამდე. ბილეთები 22 (ზრდასრულებისთვის) და 12 ევრო (ბავშვებისთვის) ღირს. ისინი ზოლდენის ბილეთების სალაროებში იყიდება.
No comments:
Post a Comment