Monday, November 30, 2020

„ლენდ როვერ დისქავერი“ ახალი ძრავებით და განახლებული გარეგნობით

„ლენდ როვერმა“ თავისი პოპულარული უგზოობის მოდელი, „დისქავერი“ განაახლა. ავტომობილის აღჭურვილობას ახალი ძრავები დაემატა და მისი გარეგნობაც ახალი ელემენტებით შეივსო.

Sunday, November 29, 2020

„იაგუარ ლენდ როვერი“ ელექტრულ „რენჯ როვერს“ გამოუშვებს

ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, „იაგუარ ლენდ როვერი“ ახალ ელექტრომობილს „რენჯ როვერის“ მარკით გამოუშვებს. ჟურნალმა ეს ინფორმაცია ანონიმური წყაროსგან მიიღო, რომელიც ბრიტანული კომპანიის მთავარი ფინანსური დირექტორის, ედრიან მარდელის და ინვესტორების შეხვედრას ესწრებოდა.

Saturday, November 28, 2020

„დეფენდერის“ ვერსია კომერციული დანიშნულებისთვის

„ლენდ როვერმა“ ახალი „დეფენდერის“ გამა ახალი ვერსიით გაამდიდრა. ესაა „დეფენდერ ჰარდ ტოპი“ (Defender Hard Top), რომელიც საუკეთესოდ მიესადაგება კომერციულ საქმიანობას. და იმავდროულად, ყველა იმ თვისებას ინარჩუნებს, რომლებითაც სამგზავრო „დეფენდერი“ გამოირჩევა.

Wednesday, November 25, 2020

„იაგუარ ლენდ როვერი“ „ფოლკსვაგენს“ უჩივის

„იაგუარ ლენდ როვერი“ ცდილობს, მიაღწიოს იმას, რომ ამერიკის ბაზარზე, „ფოლკსვაგენს“ იმ უგზოობის მოდელების გაყიდვა აუკრძალოს, რომლებიც ბრიტანული კომპანიის სისტემა „ტერეინ რისპონსით“, უნებართვოდ არის აღჭურვილი.

Tuesday, November 24, 2020

„იაგუარმა“ 2021 სამოდელო წლის „E-პეისი“ განაახლა

განახლებული „E-პეისი“ წინამორბედისგან გარეგნულად დიდად არ განსხვავდება, თუმცა მის ეკიპირებაში რიგი სიახლეებია, რომლებიც კონკურენტებთან უპირატესობას მიანიჭებს.