„იაგუარ ლენდ როვერი“ ცდილობს, მიაღწიოს იმას, რომ ამერიკის ბაზარზე, „ფოლკსვაგენს“ იმ უგზოობის მოდელების გაყიდვა აუკრძალოს, რომლებიც ბრიტანული კომპანიის სისტემა „ტერეინ რისპონსით“, უნებართვოდ არის აღჭურვილი.
„იაგუარ ლენდ როვერმა“ აშშ-ის საერთაშორისო სავაჭრო
კომისიაში შეიტანა სარჩელი, რომლითაც სავაჭრო სააგენტოს სთხოვს, „პორშე კაიენის“, „ლამბორგინი
ურუსის“, „ფოლკსვაგენ ტიგუანის“, ასევე „აუდის“ უგზოობის მოდელების - Q8-ს, Q7-ის, Q5-ის, „A6 ოლროუდის“
და „e-ტრონის“ ამერიკის ბაზარზე გაყიდვები დაბლოკოს.
სისტემა „ტერეინ რისპონსი“ „იაგუარ ლენდ როვერის“
ინტელექტუალური საკუთრებაა და ბრიტანული კომპანია მასზე პატენტს ფლობს. ეს პატენტი
მოიცავს საავტომობილო სისტემებს, რომლებიც უგზოობისას ავტომობილის უსაფრთხო და კარგად
კონტროლირებად მართვას უზრუნველყოფს. მას აქვს ისეთი სამუშაო რეჟიმები,
როგორებიცაა „მად“ (ტალახი) და „სენდ“ (ქვიშა).
გამოცემა „როუდ ენდ ტრეკის“ ინფორმაციით, აშშ-ის
საერთაშრისო სავაჭრო კიმისიას, დადანაშაულებული ბრენდების დაჯარიმება არ შეუძლია,
თუმცა იმის უფლება კი აქვს, რომ ამერიკის ბაზარზე მათი იმპორტი აკრძალოს. ბრიტანულ
კომპანიას მსგავსი სარჩელი ნიუ იორკისა და დელავერის სასამართლოებში, ფედერალური სარჩელები
აქვს შეტანილი.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა „იაგუარ ლენდ
როვერსა“ და „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის ბრენდებს შორის, მსგავსი დავა წარმოიქმნება.
2018 წელს „იაგუარ ლენდ როვერმა“ იმავე „ტერეინ რისპონსის“ გამოყენების გამო, „ბენტლის“
უჩივლა, რომელიც ამ სისტემას მოდელ „ბენტაიგაზე“ იყენებდა.
No comments:
Post a Comment