„ლენდ როვერმა“ თავისი პოპულარული უგზოობის მოდელი, „დისქავერი“ განაახლა. ავტომობილის აღჭურვილობას ახალი ძრავები დაემატა და მისი გარეგნობაც ახალი ელემენტებით შეივსო.
უფრო მეტი სიახლეა ინტერიერში, რომელიც ახალი ინფოტაინმენტ
სისტემა „პივი პრო-თია“ ეკიპირებული. მსგავსი სისტემა ასევე გამოყენებულია ახალ „დეფენდერზე“.
ის მოიცავს უფრო დიდ, 11.4-დუიმიან სენსორულ ეკრანს და აქვს პროგრამის დისტანციურად
განახლების უნარი.
გარდა ამისა, სალონში ნახავთ ახალ სტილში
შესრულებულ საჭის რგოლს და გადაცემის საფეხურების შესაცვლელ ბერკეტს. შეიცვალა
ცენტრალური კონსოლიც, რომელზეც უფრო მოკლე გადამრთველი და მართვის მინიმალისტური
ელემენტები განლაგდა. ამის წყალობით, ის უფრო უბრალოდ გამოიყურება. უკან უფრო მოსახერხებელი
სავარძლები განლაგდა. მათ მგზავრებს ჰაერის ახალი ვენტილატორები და განახლებული
კლიმატ კონტროლი მოემსახურება.
განახლებული „დისქავერის“ ძრავების გამა, მსუბუქად ჰიბრიდული სისტემის ბენზინის და დიზელისძრავიანი ვერსიებით აღიჭურვა. ამ სისტემებში სამი ექვსცილინდრიანი ერთრიგა 3.0-ლიტრიანი აგრეგატი შევიდა. ესენია D250 დიზელი 245 ცხენის ძალით და 570 ნიუტონმეტრით, D300 დიზელი 295 ცხენის ძალით და 650 ნიუტონმეტრით და ბენზინის P360, რომელიც 355 ცხენის ძალას და 500 ნიუტონმეტრ მაქსიმალურ მომენტს იძლევა.
No comments:
Post a Comment