„ლენდ როვერმა“ ახალი „დეფენდერის“ გამა ახალი ვერსიით გაამდიდრა. ესაა „დეფენდერ ჰარდ ტოპი“ (Defender Hard Top), რომელიც საუკეთესოდ მიესადაგება კომერციულ საქმიანობას. და იმავდროულად, ყველა იმ თვისებას ინარჩუნებს, რომლებითაც სამგზავრო „დეფენდერი“ გამოირჩევა.
კომერციული „დეფენდერი“ კომპანიის სპეციალური
ოპერაციების დივიზიონმა - „იაგუარ ლენდ როვერ სპეშლ ვიიქლ ოპერეიშენზმა“ (SVO)
შეიმუშავა. მასში სიახლე ისაა, რომ ავტომობილს საბარგულის მოცულობა აქვს გაზრდილი
და ის შესაბამისადაც არის ეკიპირებული. ახალი ვერსია ხელმისაწვდომია როგორც სამკარიანი
90-ის, ასევე ხუთკარიანი 110-ისთვისაც.
„დეფენდერ ჰარდ ტოპის“ მოდელები ზამბარიან,
დამოუკიდებელ საკიდარზე დგას. ვარიანტ 110-ისთვის კი ასევე ელექტრულ პნევმატური
საკიდარის გამოყენებაა შესაძლებელი. ორივერ ვარიანტს 3500-კილოგრამიანი მისაბმელის
ტარება შეუძლია. მათ ეკიპირებაში შევიდა კომპანიის სისტემა „ედვანსედ ტოუვ ესისტი“,
რომელიც
მძღოლს იმის საშუალებას აძლევს, რომ მისაბმელი ცენტრალურ
კონსოლზე განლაგებული, მოსაბრუნებელი გადამართველით მართოს.
სტანდარტულ და კომერციულ „დეფენდერს“ შორის ყველაზე
დიდი განსხვავება ისაა, რომ საბარგლის გამო, კომერციულს მეორე და მესამე რიგის
სავარძლები არ აქვს. ამასთან, მყიდველს ოპციის სახით, წინა რიგში მესამე პატარა სავარძლის
ჩამატებას შესთავაზებენ. უკანა სივრცის ბარგით დაფარვის შემთხვევაშიც, კომპანიის
სისტემა „ქლეარსაით“ იმის საშუალებას იძლევა, რომ მანქანის უკან არსებული სივრცე
დაინახოთ.
No comments:
Post a Comment