Thursday, August 29, 2019

„იაგუარ ლენდ როვერი“ ინოვაციურ 3D ჰედ-აპ ეკრანზე მუშაობს


„იაგუარ ლენდ როვერი“ ჰედ-აპ დისპლეის მომდევნო თაობის ტექნოლოგიაზე მუშაობს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება როგორც უსაფრთხოების, ასევე გართობის მიზნით. ახალი ეკრანი სამგანზომილებიანი იქნება და მისი მეშვეობით, მძღოლი გამაფრთხილებელ სიგნალებს მიიღებს.

Saturday, August 24, 2019

„ლენდ როვერ დისქავერიმ“ მალარიის კვლევის მისია დაასრულა


სპეციალურად მომზადებულმა „ლენდ როვერ დისქავერიმ“ დაასრულა პროექტ „მობაილ მალარიაში“ მონაწილეობა, რომელშიც მობილური ლაბორატორიის როლში, აფრიკის ქვეყნებში მალარიის კვლევებში, ოქსფორდის უნივერსიტეტის სამ მკვლევართან ერთად მონაწილეობდა.

Tuesday, August 20, 2019

„იაგუარი“ „ტესლას“ ამერიკელი მფლობელების გადაბირებას ცდილობს

„იაგუარი“ შეერთებული შტატების ბაზარზე, „ტესლას“ ელექტომობილების მფლობელებს სოლიდურ ფასდაკლებას პირდება იმ შემთხვევაში, თუ უარს იტყვიან „ტესლაზე“ და ბრიტანული კომპანიის პირველ ელექტრომობილს, „I-პეისს“ შეიძენენ. ფასდაკლების მოცულობა 3 000 დოლარია.

Monday, August 12, 2019

ზოგი რამ ახალ „დიფენდერზე“ პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე

დაახლოებით ერთი თვეღა დარჩა ახალი „დიფენდერის“ მსოფლიო პრემიერამდე. ავტომობილი უკვე მზადაა, საავტომობილო სამყაროც, მაგრამ ყველას უფრო ადრე აინტერესებს ინფორმაცია ამ ლეგენდარული ავტომობილის სიახლეების, დიზაინის და ყველაფრის შესახებ. ეს ინფორმაციაც, ავტორიტეტული გამოცემების მიერ, თანდათან ვრცელდება.

Wednesday, August 7, 2019

„იაგუარ XE SV პროჯექტ 8-მ“ ნურბურგრინგზე საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა

„იაგუარმა“ ნურბურგრინგზე საგზაო სედანებისთვის ახალი რეკორდული დრო დააფიქსირა - მისმა „XE SV პროჯექტ 8-მ“ მწვანე ჯოჯოხეთის ერთი წრე (20.8 კმ) 7 წუთსა და 18.361 წამში გაიარა.