Tuesday, August 20, 2019

„იაგუარი“ „ტესლას“ ამერიკელი მფლობელების გადაბირებას ცდილობს

„იაგუარი“ შეერთებული შტატების ბაზარზე, „ტესლას“ ელექტომობილების მფლობელებს სოლიდურ ფასდაკლებას პირდება იმ შემთხვევაში, თუ უარს იტყვიან „ტესლაზე“ და ბრიტანული კომპანიის პირველ ელექტრომობილს, „I-პეისს“ შეიძენენ. ფასდაკლების მოცულობა 3 000 დოლარია.

კამპანიის კოდური სახელწოდებაა „ტესლა კონქვესტ“ და ის ზუსტად ასახავს მიზანს. ამ ფასდაკლების გარდა, ბრიტანულ ელექტრულ ქროსოვერზე სხვა შეღავათებიც მოქმედებს. ესენია დილერების დისკაუნტი - 5 000 დოლარი და 7 000 დოლარის ეგრეთ წოდებული სარეზერვო კრედიტი. საერთო ჯამში, შეღავათები 15 000 დოლარს აღწევს, რისი წყალობითაც, ამერიკელები 69 500 დოლარის საბაზო ფასის მქონე ავტომობილის ყიდვას 54 500 დოლარად შეძლებენ.
„იაგუარი“ „ტესლას“ ახლანდელ მფლობელებს ტრეიდ-ინ გარიგებას არ სთავაზობს. საჭიროა მხოლოდ „ტესლას“ ელექტრომობილის ფლობის დამადასტურებელი მოწმობა. „იაგუარის“ შეთავაზება დიდხანს არ გაგრძელდება - ის 30 სექტემბრამდეა ძალაში.
„იაგუარმა“ ელექტრომობილი ამერიკის ბაზარზე, თავის გერმანელ კონკურენტებზე ადრე შეიტანა. მაგრამ „I-პეისის“ გაყიდვები შედარებით მცირეა - თვეში მხოლოდ 200 ცალი იყიდება. შედარებისთვის, „ტესლა“ შტატებში თვეში თითქმის 1 000 ცალ „მოდელ X-ს“ ჰყიდის.

No comments:

Post a Comment