სპეციალურად მომზადებულმა „ლენდ როვერ დისქავერიმ“ დაასრულა პროექტ „მობაილ მალარიაში“ მონაწილეობა, რომელშიც მობილური ლაბორატორიის როლში, აფრიკის ქვეყნებში მალარიის კვლევებში, ოქსფორდის უნივერსიტეტის სამ მკვლევართან ერთად მონაწილეობდა.
ჰუმანტარული მისია რვა კვირა გრძელდებოდა და
მკვლევარებმა მის ფარგლებში, აფრიკის ოთხი ქვეყანა მოიარეს. ექსპედციის დროს, მოძრავმა
ლაბოტრატორიამ ნამიბიაში, ზამბიაში, ტანზანიასა და კენიაში, 7 350 კილომეტრი
გაიარა. ამ ქვეყნების შორეულ და ძნელად მისადგომ დასახლებულ პუნქტებში, გენეტიკური
კვლევები პირველად ჩატარდა.
„მალარია მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს
აავადებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ამ სფეროს ექსპერტებს, რეალური
შედეგების მიღწევაში ვეხმარებით. ძალიან ვამაყობთ იმით, რომ უნიკალურმა დისქავერიმ,
რომელიც ჩვენმა სპეციალური მანქანების ოპერაციების გუნდმა შექმნა, შორეულ
დასახლებულ პუნქტებში კვლევების ჩატარების საქმეში, დიდი როლი ითამაშა“, - ამბობს „იაგუარ
ლენდ როვერის“ სამედიცინო შტოს დირექტორმა, დოქტორმა სტივ აილი.
უნიკალური
„დისქავერი“ აღჭურვილია სამაცივრო დანდგარით, რომელშიც მეცნიერები სინჯებს ინახავდნენ.
ასევე აქვს სატვირთო სეგმენტი გუნდის ეკიპირებისთვის, ასევე საბორტო ელემენტების
ბლოკი. აღჭურვილობაში ასევე შევიდა სამაშველო კომპლექტი, მზისგან დამცავი ტენტი, საბუქსირე
გვარლი, ტალახში გავლისთვის განკუთვნილი გასაშლელი ბილიკები, სახურავის საბარგული
და LED
განათება.
No comments:
Post a Comment