Thursday, August 29, 2019

„იაგუარ ლენდ როვერი“ ინოვაციურ 3D ჰედ-აპ ეკრანზე მუშაობს


„იაგუარ ლენდ როვერი“ ჰედ-აპ დისპლეის მომდევნო თაობის ტექნოლოგიაზე მუშაობს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება როგორც უსაფრთხოების, ასევე გართობის მიზნით. ახალი ეკრანი სამგანზომილებიანი იქნება და მისი მეშვეობით, მძღოლი გამაფრთხილებელ სიგნალებს მიიღებს.

ამ სიგნალებს შორისაა ზოლიდან გასვლის, საფრთხის აღმოჩენის მინიშნება, ასევე სატელიტური ნავიგაციის მონაცემების მიწოდება. უფრო მეტიც, ახალი ეკრანის მეშვეობით, უკეთ დაინახავთ ნისლიან ამინდში და ზოგადად, ცუდი ხედვის პირობებში. ყველა ინფორმაცია საქარე შუშის ქვედა ნაწილში, სამგანზომილებიან პროექციაში გამოისახება.
უფრო მეტიც, „იაგუარ ლენდ როვერი“ ირწმუნება, რომ ახალი სისტემის შემუშავება დასრულების ეტაპზეა და რომ მალე 3D ეკრანით მგზავრებიც ისარგებლებენ. ასეთ ეკრანზე, სამგანზომილებიან ფორმატში ფილმების და გასართობი პროგრამების ცქერა იქნება შესაძლებელი.
ახალი სისტემის შემუშავებასა და ტესტირებაში, მონაწილეობას კემბრიჯის უნივერსიტეტის მოწინავე ფოტონიკის და ელექტრონიკის ცენტრი (CAPE) ღებულობს. მათი პარტნიორობის საბოლოო მიზანს, ეგრეთ წოდებული „სმარტ კაბინის“ (საზრიანი კაბინის) შექმნა წარმოადგენს. მისი მეშვეობით, მძღოლი და მგზავრები, პერსონალიზებული სივრცით ისარგებლებენ.

No comments:

Post a Comment