„იაგუარმა“ ნურბურგრინგზე საგზაო სედანებისთვის
ახალი რეკორდული დრო დააფიქსირა - მისმა „XE SV პროჯექტ 8-მ“ მწვანე ჯოჯოხეთის
ერთი წრე (20.8 კმ) 7 წუთსა და 18.361 წამში გაიარა.
ეს დაახლოებით სამი წამით უკეთესია წინა რეკორდზე (7:21.23),
რომელიც ამავე ავტომობილით, 2017 წლის ნოემბერში დაფიქსირდა. ახალი რეკორდი
ბელგიელმა მრბოლმა, ვინსენტ რადერმეკერმა დაამყარა. რეკორდული გარბენი „იაგუარ XE
SV პროჯექტ 8-მ“ კომპანია „მიშლენის“ საგზაო, „პაილოტ სპორტ კაპ 2 R“ საბურავებით
შესრულდა.
გარდა ამისა, ავტომობილი ორსავარძლიან პაკეტ ტრეკ
პაკით იყო ეკიპირებული და რეჟიმ ტრეკ-ზე იყო მომართული. გარდა ამისა, წინა
სპლიტერი და უკანა ფრთა ისე იყო დაყენებული, რომ ავტომობილის მაქსიმალური ჩაჭიდება
უზრუნველეყოთ.
„ნურბურგრინგის პირველი რეკორდული დრო იმის
მაჩვენებელი იყო, თუ რამდენად სწრაფია იაგუარ XE SV პროჯექტ 8. მაგრამ SV გუნდს
სარბოლო მისწრაფებები აქვს და ჩვენ ვიცოდით, რომ ამ სედანს გაცილებით მეტი შეეძლო.
ეს ახალი რეკორდული დრო არის ჯილდო ყველასთვის, ვინც ჩვენი მომხმარებლებისთვის
უსაზღვრო შესაძლებლობების მქონე ავტომობილის შექმნაში მიიღო მონაწილეობა“, -
ამბობს „იაგუარ დპეშლ ვიიქლ ოპერეიშენზის“ მთავარი ინჟინერი ჯამალ ჰამიდი.
ხელით
აწყობილ სედანს მამოძრავებელი ძალით მექანიკური დამჭირხნით აღჭურვილი 5.0-ლიტრიანი
V8 ძრავი უზრუნველყოფს, რომელიც 592 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მასთან წყვილში
8-საფეხურიანი ტრანსმისია მუშაობს, რომელიც მაბრუნ მომენტს უკანა ბორბლებს
გადასცემს. „იაგუარის“ მონაცემებით, ამ ტანდემის მეშვეობით, „იაგუარ XE SV პროჯექტ
8-ს“ ადგილიდან 96 კმ/სთ სიჩქარის მიღწევა 3.3 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური
სიჩქარე კი საათში 321 კილომეტრს აღწევს.
No comments:
Post a Comment