Thursday, December 26, 2019

„იაგუარ I-პეისის“ სვლის სიშორემ რბოლების წყალობით მოიმატა

„იაგუარმა“ გამოაცხადა, რომ „I-პეისის“ ყველა მფლობელს პროგრამულ უზრუნველყოფას შეუცვლის, რისი წყალობითაც, ელექტრომობილის სვლის სიშორე საგრძნობლად გაიზრდება.

Monday, December 23, 2019

„იაგუარ ლენდ როვერის“ ოჯახს „ბოულერი“ შეუერთდა

ბრიტანული კომპანია „ბოულერი“ 1985 წელს დაარსდა და მისი საქმიანობა მხოლოდ „ლენდ როვერის“ ავტომობილების მოდფიცირებას უკავშირდებოდა. „ბოულერის“ მიერ გაუმჯობესებული „ლენდ როვერები“ რბოლებშიც მონაწილეობდნენ და იქ მიღებულ გამოცდილებას, თავიანთ მომხმარებლებს უზიარებდნენ. ამიერიდან კი ამ ორი კომპანიის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რადგან „ბოულერი“ „იაგუარ ლენდ როვერმა“ შეისყიდა.

Saturday, December 14, 2019

„ლენდ როვერი“ ხელმისაწვდომ „დეფენდერსაც“ გამოუშვებს

ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, „ლენდ როვერი“ ამჟამად ორ ახალ მოდელზე მუშაობს, რომელთაგან ერთი იქნება ეგრეთ წოდებული საწყისი დონის უგზოობის ავტომობილი, მეორე კი - „დეფენდერის“ მდიდრული ვარიანტი.

Thursday, December 12, 2019

„იაგუარ ლენდ როვერი“ ახალ რევოლუციურ ტექნოლოგიას ამზადებს

„იაგუარ ლენდ როვერი“ ახალ ტექნოლოგიაზე - მსუბუქი ელექტრონიკის გამარტივებულ არქიტექტურაზე (LESA) მუშაობს, რომელშიც მოქნილი მასალები და მომრგვალებული OLED (ორგანული მანათობელი დიოდები) ეკრანია გამოყენებული.