Monday, December 23, 2019

„იაგუარ ლენდ როვერის“ ოჯახს „ბოულერი“ შეუერთდა

ბრიტანული კომპანია „ბოულერი“ 1985 წელს დაარსდა და მისი საქმიანობა მხოლოდ „ლენდ როვერის“ ავტომობილების მოდფიცირებას უკავშირდებოდა. „ბოულერის“ მიერ გაუმჯობესებული „ლენდ როვერები“ რბოლებშიც მონაწილეობდნენ და იქ მიღებულ გამოცდილებას, თავიანთ მომხმარებლებს უზიარებდნენ. ამიერიდან კი ამ ორი კომპანიის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რადგან „ბოულერი“ „იაგუარ ლენდ როვერმა“ შეისყიდა.

„ბოულერი“ ამიერიდან „იაგუარ ლენდ როვერის“ სპეციალური მანქანების ოპერაციების (სპეშლ ვიიქლ ოპერეიშენზ - SVO) ჯგუფში გაწევრიანდა, რომელშიც ასევე SV, ავტომობილების პერსონალიზაციის შტო და კლასიკური ავტომობილების შტო შედის.
„უკვე 35 წელი, რაც სახელი „ბოულერი“ ინოვაციებს და წარმატებებს უკავშირდება. მისი რეპუტაცია კი მსოფლიოს ურთულეს უგზოობის შეჯიბრებში იწრთობოდა. ახლა კი ჩვენ ამაში მონაწილეობის საშუალება გვექნება და იმავდროულად, „ბოულერის“ ბრენდი „იაგუარ ლენდ როვერის“ ნაწილი გახდება. „სპეშლ ვიიქლ ოპერეიშენზი“ მოუთმენლად ელის თავის ახალ კოლეგებთან ერთობლივად მუშაობის დაწყებას“, - ამბობს „იაგუარ ლენდ როვერ SVO-ს“ მმართველი დირექტორი მაიკლ ვან დერ სანდე.
„იაგუარ ლენდ როვერი“ სრულად შეინარჩუნებს „ბოულერის“ საწარმოო სიმძლავრეს და მის თანამშრომლებს და ამ ბრენდის მომხმრებლებს სრულფასოვან მომსახურებას გაუწევს.

No comments:

Post a Comment