„იაგუარ ლენდ როვერი“ ახალ ტექნოლოგიაზე - მსუბუქი
ელექტრონიკის გამარტივებულ არქიტექტურაზე (LESA) მუშაობს, რომელშიც მოქნილი
მასალები და მომრგვალებული OLED (ორგანული მანათობელი დიოდები) ეკრანია
გამოყენებული.
როგორც ბრიტანული კომპანია გვპირდება, ახალ
ტექნოლოგიას, მომავლის ავტომობილის ინტერიერის რადიკალურად შეცვლა შეუძლია. მისი
მეშვეობით, მომხმარებელი თავისი ავტომობილის უფრო მეტად ინდივიდუალიზებას შეძლებს.
ახალი სისტემის ტესტებამ აჩვენა, რომ მსგავს სისტემებზეს დაახლოებით 60 პროცენტით
ნაკლებს იწონის. ეს კი იმის ხარჯზე ხდება, რომ თითქმის არაა გამოყენებული მეტალური
სადენები, კომპიუტერები და სენსორები.
ტექნოლოგია LESA-ს მეშვეობით, „იაგუარ ლენდ როვერი“
შეძლებს ისეთი ციფრული პანელური ეკრანების წარმოებას, რომლებიც საჭიროების
შესაბამისად გააქტიურდება და დიზაინერებს ისეთი გარსშემოდენილი ფორმების
შემუშავების საშუალებას მისცემს, რომლებშიც არ იქნება გამოყენებული ღილაკები და
სხვა ტიპის გადამრთველები.
ასეთი სისტემები მომხმარებლებს საშუალებას მისცემს,
საკუთარი მოთხოვნების შესაბამისი ინტერიერის განათება, უღილაკო მაჩვენებლების დაფა
და ქსოვილ-ტყავით გადაკრული, გათბობადი საჭის რგოლი გამოიყენონ. ციფრული
ზედაპირები ასევე ხის დეტალებზეც განლაგდება და სულაც აღარ იქნება საჭირო დამატებითი
ეკრანების გამოყენება. გარდა ამისა, ავტომობილის ძარა მზის ელემენტებით ისე
დაიფარება, რომ ეს წონის გაზრდას არ გამოიწვევს.
სისტემა იყენებს CAD-ტექნოლოგიას (კომპიუტერულად
ანიმირებული ხაზვა), რომელიც დეტალს ორგანზომილებიან სტრუქტურაში წარმოაჩენს,
შემდეგ ელექტრონულ წრედს ბრტყელ ზედაპირზე დაიტანს, დაამატებს კომპონენტებს, რის
შემდეგაც CAD-სისტემა ამ ყველაფერს, უკვე სამგანზომილებიანი სახით გვიჩვენებს.
ბრიტანულმა კომპანიამ ტექნოლოგია LESA უკვე
გამოსცადა წინა მართვის პანელის პროტოტიპზე, რა დროსაც, წონის 60 პროცენტით კლებას
მიაღწია. გარდა ამისა, ახალი პანელის მოდული გაცილებით კომპაქტურიცაა - მისმა
სისქემ 50-დან 3.5 მილიმეტრამდე დაიკლო.
„ჯანმრთელობის
დაცვაში, აეროკოსმოსურ მრეწველობაში, სამომხმარებლო ტექნიკაში და სამხედრო
მრეწველობაში უკვე გამოიყენება სტრუქტურული ეკექტრონიკა. ჩვენი კვლევის მიზანი კი
ისაა, რომ ასეთ სიახლეს გზა საავტომობილო სექტორშიც გავუხსნათ. ჩვენ გვჯერა, რომ LESA
ავტომობილის ელექტრონიკის მომავალია და ის მოგვცემს საშუალებას, შევიმუშაოთ ახალი,
მოქნილი კაბინები და იმავდროულად, შევამციროთ წონა და ფასები“, - ამბობს „იაგუარ
ლენდ როვერის“ ელექტრონიკის კვლევის მენეჯერი ეშუტოშ ტომარი.
No comments:
Post a Comment