სარბოლო სერია „I-პეის“ ტროფიში მონაწილეობისას დაგროვილი გამოცდილების გამოყენებით, 90 კილოვატსაათის ტევადობის ელემენტებით აღჭურვილი ელექტრომობილის სვლის სიშორე, დაახლოებით 20 კილომეტრით გაიზრდება. ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა ელემენტების გაუმჯობესების, თერმული და AWD სისტემების მართვის ოპტიმიზაციის ხარჯზე.
უახლესი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებამდე, „I-პეისის“ ყველა ეგზემპლარზე, დისტანციურად გაუმჯობესდება ელექტრონული მოდულები. შედეგად, თუ საწყისი მონცემებით, ელექტრომობილს ერთი სრული დამუხტვით, 470 კილომეტრის გავლა შეეძლო, მოდერნიზების შემდეგ, მისი სვლის სიშორე დაახლოებით 8 პროცენტით გაიზრდება. თუმცა ამის მიუხედავად, ოფიციალური სერტიფიცირებული მაჩვენებელი არ შეიცვლებას.
გარდა ამისა, შეიცვალა მომენტის განაწილების სისტემა
და ელემენტების თერმული მართვის სისტემა. ამის შემდეგ, ელემენტები უფრო ნაკლები ნარჩენი
ენერგიის დროსაც შეძლებს მუშაობას. და ამის მიუხედავად, არც გამძლეობა, არც მართვადობა
და არც ენერგიის მოხმარების ეფექტურობა არ გაუარესდება.
კიდევ ერთი გაუმჯობესება, დაბალი სიჩქარით
მოძრაობისას, დამუხრუჭების ენერგიის აღდგენის სისტემას შეეხო. ინჟინრებმა ასევე სვლის
დარჩენილი მანძილის უფრო ზუსტად დაანგარიშების ალგორითმი შეიმუშავეს
No comments:
Post a Comment