ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, „ლენდ
როვერი“ ამჟამად ორ ახალ მოდელზე მუშაობს, რომელთაგან ერთი იქნება ეგრეთ წოდებული
საწყისი დონის უგზოობის ავტომობილი, მეორე კი - „დეფენდერის“ მდიდრული ვარიანტი.
„ლენდ როვერი“ ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს,
თუმცა ახალი „დეფენდერის“ წარდგენისას აღიარა, რომ ახალი „დეფენდერი“ მომხმრებლის
ყველანაირ, ძირეულად განსხვავებულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
„ავტოქარის“ ინფორმაციით, საწყისი დონის მოდელი
ბრიტანეთში 25 000 სტერლინგის ფარგლებში ეღირება. დიზაინით ის ახლოს იქნება ახალ
„დეფენდერთან“. ამ ეტაპზე, მისი კოდური სახელია L860. თავისი უბადლო
მახასიათებლების გარდა, ეს ავტომობილი მყიდველს სიიაფითაც მიიზიდავს და
შესაბამისად, ნაკლებად აღჭურვილიც იქნება.
ასევე „ავტოქარის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით,
საწყისი დონის მოდელი კომპანია „ტატას“ უახლეს მოდულურ პლატფორმა „ომეგა-არკ-ზე“
აიგება, რომელზეც „ტატამ“ თავისი უახლესი „ჰარიერი“ დააფუძნა. ეს პლატფოტმა, „ლენდ
როვერის“ D8 არქიტექტურაზე იაფიცაა და უფრო თანამედროვეც. ცნობისათვის, D80-ზე
„რეინჯ როვერ ევოუკი“ და „ლენდ როვერ დისქავერი სპორტია“ ბაზირებული.
რაც შეეხება ძრავებს, ავტომობილის კაპოტქვეშ სერია
ინჯენიუმის სამცილინდრიანი 1.5-ლიტრიანი ტურბო ძრავის გარდა, რბილი ჰიბრიდული
აგრეგატებიც განლაგდება. ძრავების გამაში შესაძლოა უფრო მძლავრი, 4-ცილინდრიანი
აგრეგატიც შევიდეს.
რაც
შეეხება მეორე ავტომობილს, ეს შესაძლოა იყოს ელექტრომობილი, რომელიც ინდივიდუალურ
სტილში შესრულდება. მას უახლესი ტექნოლოგიებით დააკომპლექტებენ და მდიდრულად
გააფორმებენ. მაღალი იქნება ინდივიდუაზაციის დონე. შესაბამისად, ავტომობილის ფასი
ექვსნიშნა რიცხვს მიაღწევს.
No comments:
Post a Comment