Thursday, May 20, 2021

„იაგუარ E-პეისი“ ახალი ტექნოლოგიებით და ახალი ვერსიით

2021 სამოდელო წლისთვის განახლებული „იაგუარ E-პეისი“, ახალი ტექნოლოგიებით აღიჭურვა და ვერსია „R-დაინემიკ ბლექ ედიშენით“ შეივსო, რომელიც „R-დაინემიკ S-ზეა“ ბაზირებული და ბრიტანულ ბაზარზე უკვე იყიდება.

„R-დაინემიკ ბლექ ედიშენი“ ექსტერიერში მუქი ჩანართებით გამოირჩევა და მისთვის რამდენიმე ფერია ხელმისაწვდომი. მათ შორისაა ოსტუნის თეთრი. ავტომობილი აღჭურვილია რბოლად ჰიბრიდული და დიზელის დანადგარებით.

„E-პეისის“ ოჯახის სხვა წევრებისგან, ახალ ვერსიას განასხვავებს წინა ბამპერზე და ცხაურზე პრიალა შავი დეტალები, ამავე ფერის ფანჯრების არშიები და უკანა ლოგო. ავტომობილი განსხვავებული სტილის, ალუმინის 19-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც ნაცრისფერად არის შეღებილი. მათში ჩანს წითელი ფერის სამუხრუჭო სისტემები. ავტომობილს აქვს პანორამული სახურავი.

სალონში ცენტრალურ ნაწილში განლაგდა ინტუიციური ინფოტაინმენტ სისტემა, 11.4-დუიმიანი სენსორული ეკრანით. სავარძლები მაღალი ხარისხის ტყავით არის გაწყობილი.

„R-დაინემიკ ბლექ ედიშენის“ აღჭურვილობაში შევიდა: რბილად ჰიბრიფული სისტემა დიზელის 2.0-ლიტრიანი ძრავით, რომელიც 163 ცხენის ძალას იძლევა, მისივე უფრო მძლავრი ვერსია 204 ცხენის ძალით და რბილად ჰიბრიფული სისტემა ბენზინის 2.0-ლიტრიანი ძრავით, რომლის სიმძლავრეც 200 ცხენის ძალას აღწევს.

გარდა ამისა, სიახლეებია „E-პეისის“ გამაში. ესაა „ეპლ ქარპლეის“ და „ანდროიდ ავტოს“ უკაბელო ვერსია, რომელიც მალე სტანდარტულ ეკიპირებაში შევა. გარდა ამისა, „E-პეის S-ის“ მყიდველს დამატებით საფასურად შეუძლია ავტომობილის ავტომატური მაღალი ჭავლური დამხმარე სისტემით. ეს სისტემა ადრე მხოლოდ SE და HSE ვერსიებზე იყო ხელმისაწვდომი. SE და უფრო მაღალ ვერსიებზე, „მერიდიანის“ პრემიუმ აუდიო სისტემა, სტანდარტულ ეკიპირებაში შევა. S მოდელების სავარძლებს და გვერდითა სარკეებს, დამახსოვრების ფუნქციეც ექნება.

No comments:

Post a Comment