Saturday, May 22, 2021

„იაგუარ ლენდ როვერი“ ახალ „დეფენდერზე“ შეკვეთებს ვერ აუდის

„იაგუარ ლენდ როვერს“ თავის ახალ „დეფენდერზე“ შეკვეთების დაკმაყოფილება უჭირს. ამას ორი მიზეზი აქვს. ერთია ავტომობილზე სოლიდური მოთხოვნა, მეორე კი მსოფლიო ბაზარზე ნახევარგამტარების მიწოდების კრიზისი, რომელმაც საავტომობილო წარმოება ძლიერ შეაფერხა.

ასევე დიდი ჩამორჩენაა ჰიბრიდული მოდელების მიწოდების მხრივაც. როგორც „იაგუარ ლენდ როვერის“ ფინანსური დირექტორი ედრიან მერდელი ამბობს, პლაგ-ინ (დასამუხტ) ჰიბრიდულ მოდელებზე, მიწოდების შესრულების დრო, 12 თვეს აღწევს.

„ეს პრობლემა მომარაგებას უკავშირდება. შეკვეთებთან დაკავშირებული ჩამორჩენის ნორმალიზებას ექვს, ცხრა, ან 12 თვეში ველით“, - ამბობს მერდელი. კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ტიერი ბოლარი დასძენს, რომ კომპანიამ პირველ კვარტალში, ნახევარგამტარების დეფიციტის გამო, ბაზარს დაახლოებით 7 000 ავტომობილი დააკლო.

მარდელისვე თქმით, ამჟამად ახალ „დეფენდერზე“ შეკცეთების რაოდენობა 20 000-ს აღწევს. საცალო შეკვეთების რაოდენობა თვეში 7 000-ს აღწევს. არადა წინასწარი ვარაუდით, კომპანია საშუალოდ თვეში 5 000 შეკვეთას ელოდა. ამ ავტომობილის ბაზარზე გამოსვლის პირველ თვეში, შეკვეთების რაოდენობამ 8 000-ს მიაღწია. გასული წლის განმავლობაში, კომპანიამ სულ 45 244 ცალი „დეფენდერი“ გაყიდა.

მერდელი ამბობა, რომ ევროპაში პლაგ-ინ (დასამუხტ) ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა გაიზარდა, რასაც ნაწილობრივ ის გარემოებაც განაპირობებს, რომ ასეთ მოდელებზე საგადასახადიო შეღავათები მოქმედებს, რადგან ასეთი ავტომობილები გარემოს ნაკლებად აბინძურებს.

No comments:

Post a Comment