კონკურს წლის საუკეთესო ავტომობილის ჟიურიმ, 2021 წლის საუკეთესო დიზაინის ტიტული „ლენდ როვერ დეფენდერს“ მიანიჭა. ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც „ლენდ როვერის“ ავტომობილები, წლის დიზაინის კონკურსში იმარჯვებენ. 2012 წელს ეს ჯილდო „რეინჯ როვერ ევოუკმა“ მიიღო, 2018 წელს კი აღიარება „რეინჯ როვერ ველარმა“ დაიმსახურა.
ახალი „დეფენდერი“ იმავე ნოვატორულ სულისკვეთებას აგრძელებს,
რომელიც მას 70 წელიწადზე მეტია, გამოარჩევს. ის 21-ე საუკუნეში თავგადასავლის ახლებურად
აღქმაში გვეხმარება. ის ინარჩუნებს ლეგენდარულ სახელს, დამახასიათებელ ფორმებს და უსაზღვრო
შესაძლებლობებს. ხელმისაწვდომია ძარის განსხვავებული აგებულებით და ოთხი
აქსესუარული პაკეტის დახმარებით, ადვილია მისი პერსონალიზაცია.
კონკურსი მსოფლიოს წლის საავტომობილო დიზაინი
მოიცავს იმ ავტომობილებს, რომლებიც ბაზარზე ბოლო 12 თვის განმავლობაშია გამოსული.
ამ ავტომობილებში ჟიურის წევრები აფასებენ უმაღლეს სტანდარტებს, ტექნიკურ
სიახლეებს და რა ტქმა უნდა, დიზაინს, რომელიც ჩამოყალიბებულ საზღვრებს სცდება.
„ახალი დეფენდერი, ამ ლეგენდარული მოდელის წარსულის
სულისკვეთებით არის შემუშავებული. თუმცა მხოლოდ წარსულზე არაა ჩაციკლული. ჩვენ
გვიხარია, რომ ეს ჯილდო დავიმსახურეთ. ჩვენი მიზანი იყო 21-ე საუკუნის დეფენდერის
შექმნა, რისთვისაც ინჟინერიის, ტექნოლოგიების და დიზაინის მიჯნებს უნდა გავცდენოდით
და იმავდროულად, უნდა შეგვენარჩუნებინა მისი დნმ-ი და ყველგანმავლის შესაძლებლობები.
ამ ყველაფრის შედეგია შთამბეჭდავი ყველგანმავალი, რომელიც მომხმარებელთა ემოციურ გამოხმაურებას
იწვევს“, - ამბობს „იაგუარ ლენდ როვერის“ დიზაინის შეფი, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის
კავალერი, პროფესორი ჯერი მაკგოვერნი.
No comments:
Post a Comment