„ლენდ როვერის“ სპეციალური ავტომობილების ოპერაციების ტექნიკურმა ცენტრმა, თავის ლუქს მოდელ „რეინჯ როვერ SVავტობაიოგრაფის“ ორი ახალი ექსკლუზიური ვერსია - „SVავტობაიოგრაფი ალტიმეიტ“ (SVAutobiography Ultimate) და „SVავტობაიოგრაფი დაინემიკ ალტიმეიტ“ (SVAutobiography Dynamic Ultimate) შეიმუშავა.
ორივე ვერსია, „დაინემიკ“ და გრძელბაზიან
სპეციფიკაციებზეა შექმნილი. მათ სპეციალური ავტომობილების ოპერაციების (SV) ტექნიკური
ცენტრის სპეციალისტები ხელით ამზადებენ.
ვარიანტი „დაინემიკი“, „რეინჯ როვერის“ ვერსიებს
შორის, მძღოლზე ყველაზე მეტად არის ორიენტირებული. მას დახვეწილი საკიდარი და
საჭის მექანიზმი აქვს, მისი კლირენსი 8 მილიმეტრით არის დაწეული. ასეთი
ავტომობილებისთვის მხოლოდ ორი ძრავია გამოყოფილი: ერთია მექანიკური დამჭირხნით
ეკიპირებული V8, რომელიც 565 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მეორე კი დასამუხტი
(პლაგ-ინ) ჰიბრიდია - P400e, რომლის სიმძლავრეც 404 ცხენის ძალას აღწევს. ასეთი
აგრეგატით აღჭურვილ ავტომობილს, აკუმულატორში დაგროვილი ენერგიით, 40 კილომეტრის
გავლა შეუძლია.
ინტერიერის გასაწყობად, კომპანია მყიდველს რეკომენდაციას აძლევს, გამოიყენონ ტყავი „ვინტიჯ ტან“, ან კიდევ უფრო ძვირადღირებული ტყავი „პოლტრონა ფრაუ“. ნაწილობრივ ანილინით გაწყობილი სავარძლების ტყავის ნაწილი, რომბებად არის დალიანდაგებული. სალონში ასევე გამოყენებულია კარბონის ბოჭკოს მარკა „სტილ ვეივ“. სალონში უკანა სავარძლები გაყოფილია, მათ შორის პანელზე კი „ზენიტის“ მარკის საათი განლაგდა.
გრძელბაზიან ვერსიაზე, უკანა სავარძლების წინ
არსებული თავისუფალი სივრცის სიგრძე 1.2 მეტრია. უკანა ორივე კარი ავტომატურად
იღება/იკეტება. სავარძლები გამათბობლით და გამაგრილებლით, ასევე მასაჟის ფუნქციით
არის ეკიპირებული. ამავე სავარძლების წინ, დასაკეცი მაგიდებია, შუაში კი მაცივარი
განლაგდა.
No comments:
Post a Comment