Tuesday, March 23, 2021

„იაგუარ ლენდ როვერის“ ჰაერის მწმენდი ვირუსებს ანადგურებს

„იაგუარ ლენდ როვერმა“ შეიმუშავა და ლაბორატორიულად ცდის ახალ ტექნოლოგიას, რომლის დანიშნულებაც, სალონის ჰაერის გაწმენდაა. ტესტებმა აჩვენა, რომ მისი მეშვეობით, სალონში ვირუსების და ბაქტერიების 97 განადგურდა.

გათბობის, ვენტილაციის და ჰაერის კონდიცირების პროტოტიპი (HVAC) იყენებს კომპანია „პანასონიკის“ ტექნოლოგია „ნანოe-ს (nanoe), რომელიც დახურულ სივრცეში ბაქტერიებს და ვირუსებს ანადგურებს. ამგვარად, მისი მეშვეობით, „იაგუარის“ და „ლენდ როვერის“ მომავალ ავტომობილებში, ახალი სისტემის მეშვეობით, უნიკალური გარემო შეიქმნება.

ახალი ტექნოლოგიის კვლევა არის „იაგუარ ლენდ როვერის“ მომავლის სტრატეგიის ნაწილი. ამ სტრატეგიის შესაბამისად, „კომპანია ახლებურად გაიაზრებს თანამედროვე კომფორტს, მომხმარებელთა უნიკალურ გამოცდილებას და საზოგადოებაზე დადებით გავლენას“.

ახლა ტექნოლოგიაზე მუშაობისას, „იაგუარ ლენდ როვერი“ თანამშრომლობს „პერფექტუს ბაიომედთან“, რომელიც მიკრობიოლოგიასა და ვირუსოლოგიაში წამყვანი ლაბორატორიაა. ტესტები ჩატარდა ჰერმეტულად დახურულ კამერაში, რომელშიც ავტომობილის სალონის ვენტილაციის მოდელირებული. ასეთ პირობებში ჩატარებული ექსპერიმენტების დროს, საცდელ სივრცეში არსებული ვირუსების და ბაქტერიების 97 პროცენტი განადგურდა.

„პანასონიკის“ ინოვაციურ ტექნოლოგიას, ორგანიზაცია „ტექსსელმა“ ახალ კორონავირუსზეც ჩაუტარა ტესტი. ორსაათიანი ექსპერიმენტის დროს გამოვლინდა, რომ სივრცეში არსებული ვირუსის 99.995 პროცენტი განადგურდა.

ტექნოლოგიაში გამოყენებული მაღალი ძაბვის მეშვეობით, ჰიდროქსილის ტრილიონობით რადიკალი გამოიყოფა, რომლებიც წყლის მოლეკულებთან არის მოთავსებული. ეს რადიკალები, ვირუსების და ბაქტერიების პროტეინებზე ზემოქმედებს, რითაც მათ გამრავლებას თრგუნავს. რადკალებს იმავდროულად, ალერგენებზე ზემოქმედებაც შეუძლია და ამგვარად, სივრცეში არსებული ჰაერი იწმინდება.

No comments:

Post a Comment