„ლენდ როვერის“ გადაწყვიტილებით, ახალი „დეფენდერის“ შვიდი ეგზემპლარი საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაეცემა. დევიზ „უფრო მაღლა და საზღვრებს მიღმა“ ფარგლებში, ბრიტანულმა კომპანიამ შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც, სხვადასხვა სფეროში მომუშავე შვიდ ამერიკულ საქველმოქმედო ორგანიზაციას შეარჩევს და მათ თითო „დეფენდერს“ გადასცემს.
არამომგებიან ორგანიზაციებს შესარჩევ ეტაპზე, საკუთარი
თავის ნომინირება, სპეციალურ ვებგვერდზე თავადვე შეუძლიათ. ამისათვის მათ განაცხადი
უნდა შეავსონ, რომელსაც მოკლე ვიდეოს მოაყოლებენ. მასში განმარტებული უნდა იყოს,
თუ რა სახის ქველმოქმედებას ეწევა განმცხადებელი, როგორ ეხმარება ის საზოგადოებას
და რით შეუძლია დაეხმაროს მას ამ საქმეში „ლენდ როვერი“.
შერჩევა შვიდ ეტაპად/ტალღად ჩატარდება. პირველში ის
ორგანიზაციები ჩაერთვებიან, რომლებიც ძებნასა და სამაშველო ოპერაციებზე, ასევე სანაპირო
და საზღვაო რაიონების დაცვაზე არიან ორიენტირებულები. ასეთი ორგანიზაციებისგან განაცხადების
მიღება 7 აპრილს დასრულდება. ჟიური ფინალისტებს გამოავლენს, რომელთა შორისაც, საზოგადოება
ფავორიტებს აირჩევს.
შემდგომში მსგავსი პროცედურები ჩატარდება ცხოველთა
დაცვის და სწრაფი რეაგირების ორგანიზაციებს შორის. მათ მოჰყვება გარემოს დაცვის, ურბანული
კეთილდღეობის და სახანძრო მომსახურების სფეროებში მომუშავე საქველმოქმედო ორგანიზაციების
შერჩევა. გამარჯვებულთა გამოვლენის პროცესი 28 ივნისს დასრულდება.
შვიდივე გამარჯვებული 2 სექტემბერს დასახელდება და
თითოეულს თითო „დეფენდერ 110 S“ და 23 714 დოლარი გადაეცემა, რათა ავტომობილის საკუთარი
საჭიროების შესაბამისად ეკიპირება შეძლონ.
No comments:
Post a Comment