ავტომობილი, რომელმაც „იაგუარს“ ლე მანის 24-საათიანი რბოლა ორჯერ, 1951 და 1953 წლებში მოაგებინა, მალე მყიდველისთვის ხელმისაწვდომი გახდება. ლაპარაკია სარბოლო „იაგუარ C-ტაიპზე“, მაგრამ არა ორიგინალზე, არამედ მის ზუსტ ასლზე, რომელსაც კომპანიის „კლასიკ ვორკსის“ ქოვენთრის საწარმო, სერია „კონტინუეიშენის“ ფარგლებში გამოუშვებს.
ავტომობილის შესაქმნელად, ორიგინალური ნახაზების და
ტექნოლოგიური ჩანაწერების გარდა, უახლეს კომპიუტერულ ტექნოლოგიებსაც გამოიყენებენ.
ბრიტანული კომპანია გაცოცხლებულ „C-ტაიპს“ ძალიან შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ
რვა ცალს დაამზადებს. თავის დროზე, 53 ეგზემპლარი დამზადდა, რომელთაგან მომხმარებლებზე
მხოლოდ 43 ცალი გაიყიდა. დანარჩენი 10 კი რბოლებისთვის გამოიყენეს.
რვავე ეგზემპლარი 3.4--ლიტრიანი ექვსცილინდრიანი
(ერთ რიგში განლაგებული ცილინდრებით) ძრავით აღიჭურვება, რომელსაც „ვებერის“ სამი
კარბორატორი მოემსახურება. ძრავის სიმძლავრე 220 ცხენის ძალაა. ავტომობილი დისკური
მუხრუჭებით აღიჭურვება, როგორიც თავის დროზე, პირველმა გამოიყენა.
„C-ტაიპმა, რომელსაც ყველაზე აღიარებული მრბოლები მართავდნენ,
მათ შორის სერ სტირლინგ მოსი, გამძლეობაზე რბოლებში იაგუარის წარმტებებს დაუდო საფუძველი.
ის არის დახვეწილი დიზაინის და საინჟინრო ინოვაციების სინონიმი. იაგუარ კლასიკი
ამაყობს იმით, რომ სამოცდაათი წლის შემდეგ, წარმოების უახლესი ტექნოლოგიების
გამოყენებით, ამ ლეგენდარულ ავტომობილს, ახალი თაობის ენთუზიასტებისთვის აცოცხლებს“,
- ამბობს „იაგუარ კლასიკის“ დირექტორი დენ პინკი.
No comments:
Post a Comment