„იაგუარ ლენდ როვერი“ ახალ პროექტზე მუშაობს, რომლის მიზანიც, მომავალი ელექტრომობილებისთვის, კომპოზიტური მასალების გამოყენებით, მსუბუქი და მტკიცე მზიდი სტრუქტურის შექმნა და წარმოებაა. მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება ისეთი მახასიათებლების გაუმჯობესება, როგორებიცაა სვლის სიშორე, გაუმჯობესებული ტექნიკური პარამეტრები, მეტი უსაფრთხოება, დინამიური მართვა და სხვა.
პროექტი სახელწოდებით „ტუკანა პროჯექტ“, ოთხ წელზეა
გათვლილი და მისი მიზანი ისაა, რომ ბრიტანთი მცირე გამონაბოლქვის ტექნოლოგიების
მხრივ, მსოფლიო ლიდერი გახდეს. „ტუკანა პროჯექტის“ მეშვეობით, 2023 და 2032 წლების
პერიოდში, ბრიტანეთმა ნახშირორჟანგის გამოყოფა 4.5 მილიონი ტონით უნდა შეამციროს.
ამის მისაღწევად, ქვეყნის მასშტაბით, ტრანსპორტის ნაკადში ელექტრომობილების წილი
უნდა გაიზარდოს. გარდა ამისა, უნდა შემცირდეს ავტომობილების წონა, რასაც თავის
მხრივ, შედეგად გამონაბოლქვის და მოხმარებული ენერგიის კლება მოჰყვება.
პროექტის ფარგლებში, „იაგუარ ლენდ როვერი“ ავტომობილების
მსუბუქი კონსტრუქციების შექმნაზე მუშაობს, რომელშიც ინტენსიურად იქნება გამოყენებული
კომპოზიციური მასალები. საბოლოო ჯამში, კომპოზიტებმა ალუმინი და ფოლადი უნდა ჩაანაცვლოს.
წონის შემცირების გარდა, კომპოზიტები იმითაც არის მოსახერხებელი, რომ ასეთი
სტრუქტურები უკეთ უძლევს გრეხვით დატვირთვებს. მსუბუქი კომპოზიტების წყალობით, კლებულობს
ელექტრომობილის ენერგო მოხმარება, რაც სვლის სიშორის გაზრდაში აისახება.
„იაგუარ ლენდ როვერი“ იმედოვნებს, რომ კარბონის კომპოზიტით
დამზადებული სტრუქტურები 35 კილოგრამით მსუბუქი და 30 პროცენტით მტკიცე იქნება. ეს
კი უსაფრთხოების მაჩვენებლებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. მსუბუქი სტრუქტურის
წყალობით, ასევე შესაძლებელი გახდება ავტომობილის უფრო დიდი მოცულობის ელემენტების
ბლოკით აღჭურვა, რაც ერთ დამუხტვაზე სვლის სიშორეს გაზრდის.
No comments:
Post a Comment