Monday, January 25, 2021

უსაფრთხოების 5-ვარსკვლავიანი რეიტინგი „დეფენდერ 110-სთვის“

ევრო NCAP-ის ექსპერტების მიერ ჩატარებულ უსაფრთხოების ტესტებზე, ახალ „ლენდ როვერ დეფენდერს“ უმაღლესი, ხუთვარსკვლავიანი რეიტინგი მიენიჭა.

„ლენდ როვერის“ იატორიაში ყველაზე გამძლე და მრავალმხრივი შესაძლებლობების მქონე ავტომობილი, არაერთი უახლესი დამხმარე ტექნოლოგიით არის აღჭურვილი. გარდა ამისა, ის ზემტკიცე მზიდ სტრუქტურას ეყრდნობა, რომლის კონსტრუქციაშიც, უხვალ არის გამოყენებული ალუმინი. ის იმგვარად არის შემუშავებული, რომ კარგად აიტანოს რთულ ლანდშაფტებზე მოძრაობა. მის აღჭურვილობაში შევიდა ისეთი სისტემები, როგორებიცაა საგანგებო დამუხრუჭება, ზოლში მოძრაობის დამხმარე, ასევე უკნიდან შეჯახების მონიტორინგის სისტემა.

ექვსი აირბალიში მძღოლის და მგზავრების დაცვას ემსახურება. გარდა ამისა, სალონში არის საბავშვო სავარძლის ISOFIX-ის სამაგრი სამი წერტილი. ახალი „დეფენდერი“ ზრდასრული და არასრულწლოვანი მგზავრების დაცვას 85 პროცენტით აკმაყოფილებს. გარდა ამისა, 79-პროცენტიან შეფასება მიიღო უსაფრთხოების დამხმარე სისტემებით აღჭურვილობაში და 71-პროცენტიანი შეფასება - გზის დაუცველი მომხმარებლების უსაფრთხოებაში. საერთო ჯამში, ამ ყველაფერმა 5-ვარსკვლავიანი შეფასება უზრუნველყო.

„იმ მომენტიდან, როცა ახალ დეფენდერზე მუშაობა დავიწყეთ, ჩვენს მიზანს ფუნქციონალური უსაფრთხოების და მგზავრების და გზის სხვა მომხმარებლების უსაფრთხოების და დაცვის მაქსიმალური უზრუნველყოფა წარმოადგენდა. ჩვენ მიზნად დავისახეთ ისეთი ავტომობილის შექმნა, რომელიც ყველაზე გამძლე და ფუნქციონალური ლენდ როვერი იქნებოდა. მას უნდა ჰქონოდა უსაფრთხოების ფუნქციები, რომლებიც მძღოლს საქმეს გაუადვილებდა. ჩვენთვის ევრო NCAP-ის ეს აღიარება დიდი პატივია“, - ამბობს „იაგუარ ლენდ როვერის“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკ როჯერსი.

ევრო NCAP-მა ახალი „დეფენდერ 110“ გამოსცადა. თუმცა ეს აღიარება ასევე ეკუთვნის ყველგანმავლის ოჯახში შემავალ „დეფენდერ 90-ს“ და კომერციულ ვერსია „ჰარდ ტოპს“, რომელსაც 2 059 და 1 355 ლიტრი (110 და 90 ვერსიებზე) საბარგო მოცულობა გააჩნია.

ფრანკფურტის 2019 წლის მოტორ შოუზე პრემიერის შემდეგ, ახალ „დეფენდერს“ 28 საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული. მის აღჭურვილობაში შევიდა სერია „ინჯენიუმის“ დიზელის ეკონომიური ძრავები. გარდა ამისა, მყიდველს დასამუხტი (პლაგ-ინ) ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილ ვერსია P400e-ის ყიდვის საშუალებაც აქვს. ამ ავტომობილს მხოლოდ ელემენტებში დაგროვილი ელექტრო ენერგიის ხარჯზე 43 კილომეტრის გავლა შეუძლია, მის გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის საშუალო შემცველობა კი ყოველ კილომეტრზე 74 გრამია.

No comments:

Post a Comment