Saturday, December 26, 2020

„იაგუარის“ მომდევნო ელექტრომობილი „J-პეისი“ იქნება

„იაგუარ ლენდ როვერს“ მიზნად აქვს დასახული, რომ სრულად გადავიდეს ელექტრომობილების წარმოებაზე. ბრიტანული კომპანიის პირველი მერცხალი ელექტრომობილების ბაზარზე, უგზოობის კომპაქტური „იაგუარ I-პეისი“ პოპულარობით სარგებლობს. და ახლა ჯერი მომავალ ფლაგმანზე მიდგა, რომელსაც ამჟამად „J-პეისად“ მოიხსენიებენ.

ახალი ავტომობილი იმავე პლატფორმაზე დაფუძნდება, რომელზეც შემდეგი თაობის XJ. წარმოების ადგილი ჯერ გადაწყვეტილი არაა, თუმცა დიდი ალბათობით, მას „იაგუარის“ ქესტლ ბრომვიჩის ქარხანა გამოუშვებს, რომელსაც „იაგუარ ლენდ როვერი“ 1.0 მილიარდი სტერლინგის ინვესტიციას მოახმარს. საინვესტიციო პროგრამა, ქარხნის ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლას ითვალისწინებს.

მაღალი კონკურენტულობის მისაღწევად, კომპანია გეგმავს, რომ ახალი ელექტრომობილის სვლის სიშორე 300 მილზე (482 კილომეტრი) მეტი იყოს. ავტომობილს ექნება ყველა წამყვანი ბორბალი, მის პლატფორმაში კი მოთავსდება ელემენტების ბლოკი, რომლის ტევადობაც 100 კილოვატსაათს მიაღწევს. თუმცა უფრო მომცრო ბლოკიც ხელმისაწვდომი იქნება.

ფლაგმანი ელექტრომობილი გარეგნობაში, „I-პეისის“ დიზაინის ელემენტებს გამოიყენებენ, თუმცა პროფილით ის უფრო „იაგუარ F-პეისს“ დაემსგავსება. ეს ნიშნავს, რომ მას უფრო გარეგნობა ექნება. მისი გამორჩეული ელემენტები კი რადიატორის დახურული ცხაური და წვრილი ფარები გახდება.

„იაგუარის“ დიზაინის შეფი ჯულიან ტომპსონი არ მალავს, რომ ფლაგმანი ელექტრომობილის გარდა, უფრო მომცრო ავტომობილების გამოშვებითაც არის დაინტერესებული. „ვფიქრობ, იმის პასუხად, რაც მსოფლიოში ხდება, კარგი იქნება, თუ უფრო მცირე და ეფექტურ ავტომობილებს გამოვუშვებთ, რომლებშიც იაგუარის ფასეულობებს ჩავაქსოვთ. ესაა დახვეწილი გარეგნობა ფანტასტიური ინტერიერით და რა თქმა უნდა, შესანიშნავი მართვადობით“, - ამბობს ტომპსონი.

No comments:

Post a Comment