პოპულარულმა გამოცემა „ტოპ გიარმა“, „ლენდ როვერის“ ახალი „დეფენდერი“ წლის საუკეთესო ავტომობილად დაასახელა. გარდა ამისა, მასვე მიანიჭა სპეციალური ჯილდო „შეუჩერებელი ძალა“. გარდა ამისა, გამოცემამ და „ლენდ როვერმა“, ახალი „დეფენდერის“ გამძლეობის სადემონსტრაციოდ, სახელდახელო ტესტი ჩაატარეს.
ტესტის დროს, 60 მეტრის სიმაღლის ამწეზე,
ერთმანეთის მიმდევრობით, სამი სტანდარტული „დეფენდერი“ დაკიდეს, რითაც ავტომობილის
მზიდი სტრუქტურის სიმტკიცე და გამძლეობა, სხვა კუთხითაც დაგვანახეს. ცნობისათვის,
ახალ „დეფენდერს“ უმძიმესი ტესტები, ყველანაირ კლიმატურ პირობებში, ყველა ტიპის
გზასა და უგზოობაში აქვს გავლილი.
კონკურსის შემფასებლებმა, ახალი „დეფენდერი“ პირველ
რიგში დააფასეს იმის გამო, რომ ეს არის „ლენდ როვერის“ ლეგენდარული მოდელის
ღირსეული შთამომავალი. ეს არის 21-ე საუკუნის ავტომობილი, რომელიც ერთნაირად
შესანიშნავია როგორც კარგ გზებზე, ისე გაუვალ ადგილებში და ყველგან, სადაც გაივლის.
No comments:
Post a Comment